Friday, April 17, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ბოლო 10 წლის განმავლობაში ოცნების დელეგატის, ზაალ დუგლაძისა და ივანიშვილის ძმის კომპანიებმა ბიუჯეტიდან პირდაპირი ტენდერების საშუალებით მინიმუმ 19 295 931 ლარი მიიღეს

April 17, 2026
ბოლო 10 წლის განმავლობაში ოცნების დელეგატის, ზაალ დუგლაძისა და ივანიშვილის ძმის კომპანიებმა ბიუჯეტიდან პირდაპირი ტენდერების საშუალებით მინიმუმ 19 295 931 ლარი მიიღეს

ბოლო 10 წლის განმავლობაში ოცნების დელეგატის, ზაალ დუგლაძისა და ივანიშვილის ძმის კომპანიებმა ბიუჯეტიდან პირდაპირი ტენდერების საშუალებით მინიმუმ 19 295 931 ლარი მიიღეს – ამის შესახებ ინფორმაციას სტუდია მონიტორი ავრცელებს. გამოძიების მიხედვით, ზაალ დუგლაძე, რომელიც ოცნების პარლამენტის დელეგატია ივანიშვილის ძმის, ალექსანდრე ივანიშვილის ბიზნეს-პარტნიორია.

ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, 2015-2025 წლებში ზაალ დუგლაძისა და ალექსანდრე ივანიშვილის ოთხი საერთო კომპანიის სესხის პროცენტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 18 მილიონი ლარით დაფინანსდა (18,295,131 ლარი). „შეღავათიანი აგროკრედიტით“ დაფინანსდა ამ კომპანიების მიერ ძირითადად ღვინისა და არყის წარმოება, ასევე ყურძნისა და ტექნიკის შეძენა.

შპს „დუგლაძეების ღვინის კომპანიის“ მეწილე ალექსანდრე ივანიშვილი 2015 წელს გახდა. მანამდე ამ კომპანიამ „შეღავათიანი აგროკრედიტიდან“ 820,651 ლარი მიიღო.

“პარლამენტარ ზაალ დუგლაძის კუთვნილ წილებს მისი ძმა, დავით დუგლაძე მართავს, როგორც ამას კანონი ითვალისწინებს. ამავდროულად, დავით დუგლაძე თავადაც ფლობს წილებს „შეღავათიან აგროკრედიტში“ მონაწილე ოთხივე კომპანიაში. ამის გარდა, 2025 წელს სს „კოტეხი გურჯაანის ღვინის ქარხანას“ 1,000,800 ლარის ტენდერი გაუფორმა პირდაპირი მიყიდვის წესით ყურძნის გადამუშავებისა და გადაზიდვისთვის შპს „მოსავლის მართვის კომპანიამ“. ეს უკანასკნელი სახელმწიფო საწარმოა.” – ნათქვამია ჟურნალისტურ გამოძიებაში.

“მინდა ყურადღება მიაქციოთ, რომ აღნიშნული პროექტის ფარგლებში პროცენტის თანადაფინანსება ხდება საბრუნავი საშუალებების (მევენახეებისგან ყურძნის შესყიდვისთვის) და მანქანა-დანადგარების შესაძენად. შესაბამისად, არსებული რეალობის გათვალისწინებით, პროექტით შეუფერხებლად სარგებლობს საქართველოში მოქმედი ნებისმიერი ღვინის კომპანია მიუხედავად იმისა თუ ვინ არიან მათი დამფუძნებლები”. – უთხრა სტუდია მონიტორს ბიძინა ივანიშვილის ძმამ, ალექსანდრე ივანიშვილმა.

“მოგეხსენებათ, სახელმწიფოს მიერ თანადაფინანსება და დარგის სუბსიდირება მიღებული პრაქტიკაა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს წამყვან ღვინის მწარმოებელ ქეყნებშიც. თავად სესხის გაცემის პროცედურასთან დაკავშირებით განგიმარტავთ, რომ სოფლის განვითარების სააგენტო საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას ახორციელებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ფინანსური ინსტიტუტი უზრუნველყოფს კრედიტის დამტკიცებას ბენეფიციარის სასარგებლოდ”. – ამბობს დავით დუგლაძე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ელიავას მიმდებარე ტერიტორიაზე კაცი ყელის არეში დაჭრეს
  • ირაკლი კობახიძე დღეს თურქეთის პრეზიდენტს შეხვდება
  • მეუფე იაკობმა, ტონგას, კონგოს, პარაგვაის და გაეროში აკრედიტებულ სხვა ელჩებს ბოდბეში უმასპინძლა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge