Friday, April 17, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ოპოზიციური ალიანსი“ ფასების შემცირების მიზნით, საწვავზე აქციზის გადასახადის განახევრებას, ასევე, დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადის 1-1%-ით შემცირებას ითხოვს

April 17, 2026
“ოპოზიციური ალიანსი“ ფასების შემცირების მიზნით, საწვავზე აქციზის გადასახადის განახევრებას, ასევე, დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადის 1-1%-ით შემცირებას ითხოვს

„ოპოზიციურმა ალიანსმა“ წარადგინა ხედვა თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რათა ფასების დაწევა მოხდეს პროდუქტზე და გრძელვადიანად რა არის გასაკეთებელი ეკონომიკაში იმისთვის, რომ ეკონომიკა სწრაფად განვითარდეს.

„ოპოზიციურ ალიანსის“ გზავნილები დღეს გამართულ ბრიფინგზე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ წარადგინა და აღნიშნა, რომ სხვა ქვეყნებში, სადაც ფასების სწრაფი ზრდა მოხდა, ქმედით ნაბიჯებს დგამს შესაბამისი ხელისუფლება, ჩვენთან კი პირიქით არის, უფრო გვიძვირებენ ცხოვრებას.

„პირველი ნაბიჯი: საწვავზე აქციზის გადასახადის მინიმუმ განახევრება;

მეორე ნაბიჯი: დღგ-ს 1%-ით შემცირება;

მესამე ნაბიჯი: საშემოსავლო გადასახადის 1%-ით შემცირება.

ეს ნიშნავს მილიარდ 600 მილიონის დატოვებას ადამიანების ჯიბეში ამ გაზრდილი ფასების პირობებში. თუ პოლიტიკური ნება ექნებოდა ხალხზე მზრუნველ ხელისუფლებას, ამას გააკეთებდა ისე, როგორც ამას სხვა ქვეყნები აკეთებენ. სხვა ქვეყნებში, სადაც ფასების სწრაფი ზრდა მოხდა, მაგალითად საწვავზე, აბსოლუტურად ყველგან ქმედით ნაბიჯებს დგამს შესაბამისი ხელისუფლება. ჩვენთან პირიქით არის, უფრო გვიძვირებენ ცხოვრებას, ჯარიმებს ზრდიან, მანქანების განბაჟებას ზრდიან.

მეორე: რამ გამოიწვია ეს ყველაფერი?! ეს „ქართული ოცნების“ დანაშაულებრივი ჯგუფის პასუხისმგებლობაა, რომელიც ბეჭდავს ფულს და ცხოვრებას გვიძვირებს.

მესამე: გრძელვადიანად რომ არ ხდებოდეს ქვეყანაში ფასების ზრდა და უფრო ძვირი რომ არ იყოს ცხოვრება, ვიდრე სომხეთში და მეზობელ ქვეყნებში, წარმოდგენილია დოკუმენტი, თუ რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ და ჩვენ რას გავაკეთებდით. ეს არის ალტერნატივა მათსა და ჩვენს შორის. ოპოზიციის ალიანსს კონკრეტული გზავნილი აქვს ხალხისთვის: დიახ, შესაძლებელია, თქვენ შეღავათი გქონდეთ, მაგრამ ამ შეღავათს, ბოროტები მანქანა, რომელიც მმართავს ქვეყანას, არ გიკეთებენ“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ირაკლი კობახიძე დღეს თურქეთის პრეზიდენტს შეხვდება
  • მეუფე იაკობმა, ტონგას, კონგოს, პარაგვაის და გაეროში აკრედიტებულ სხვა ელჩებს ბოდბეში უმასპინძლა
  • “თუ რუხაძე ტელეკომპანია „იმედს“ იყენებდა რუსული პროპაგანდისთვის და რუსეთის სასარგებლოდ, რატომ არ შეიძლება გამოეყენებინა „ლიბერთი ბანკი“ ზუსტად იგივე მიზნებისთვის” – ბესიკ დონაძე „მეტრონომთან“

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge