“არქის“ მშენებლობაზე დასაქმებულები აქციას მართავენ და კუთვნილ ხელფასებს ითხოვენ.
ისინი ქსნის ქუჩაზე, სამშენებლო ობიექტთან არიან შეკრებილები და ამბობენ, იანვრის პირველი ნახევრის ხელფასი აიღეს, დანარჩენი თვეებისას კი კომპანია არ უხდის.
კომპანიაში კი ამტკიცებენ, რომ უხარისხოდ შეასრულეს სამუშაოები, არ ჩაიბარეს და ამიტომ არ გადაუხადეს. რაც შეეხება უკვე ჩაბარებულ საქმეს – მისი ანაზღაურება გადახდილი აქვთ.
ამ დროისთვის კომპანიის წარმომადგენლებმა, რამდენიმე მათგანი სამშენებლო ობიექტზე შეიყვანეს, რათა აჩვენონ მათ მიერ შესრულებული სამუშაო.
