Saturday, April 18, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ივანიშვილმა საქართველოში დააბრუნა არაბობა – მურვან ყრუს ლანდი” – შალვა ნათელაშვილი

April 17, 2026
“ივანიშვილმა საქართველოში დააბრუნა არაბობა – მურვან ყრუს ლანდი” – შალვა ნათელაშვილი

ივანიშვილმა საქართველოში დააბრუნა არაბობა – მურვან ყრუს ლანდი – ასე ეხმაურება “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი საქართველოში არაბული ქალაქის მშენებლობას.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ცოტა ხნის წინ ბრიფინგი რუსთავი-თბილისის მაგისტრალის მიმდებარედ გამართა, სწორედ იქ, სადაც Eagle Hills-ის მილიარდიანი ინვესტიციის ჩადება იგეგმება.

ნათელაშვილი აფრთხილებს ყველა იმ პირს, ვისაც ამ მშენებლობის დოკუმენტებთან აქვს საქმე, არ მოაწერონ ხელი განკარგულებებს – “ყველას გემუქრებათ ციხე, ვინც ხელს მოაწერთ ივანიშვილის დანაშაულებრივ განკარგულებებზე ქართული მიწების გასხვისებისა და აქ სხვა გენეტიკის ჩამოსახლების პროცესებზე”.

ნათელაშვილი აფრთხილებს არაბული ქვეყნების ხელმძღვანელობასაც – “ივანიშვილის რეჟიმი არის არალეგიტიმური, მასთან დადებული ყველა კონტრაქტი არის სამართლებრივად უკანონო”.

როგორც შალვა ნათელაშვილი ამბობს, ივანიშვილის მიზანია, რომ საქართველოში ქართველების ადგილი აღარ დატოვოს.

ქართველს იმისთვის უბრძოლია თურმე და ჩაწოლილა მიწაში, რომ ივანიშვილს მილიარდების ეშოვა მათი სისხლით მორწყული მიწების გაყიდვით – აცხადებს ნათელაშვილი.

“ივანიშვილმა საქართველოში დააბრუნა არაბობა – მურვან ყრუს ლანდი და უკვე რამდენი წელია ლეიბორისტული პარტია სოფელ-სოფელი დარბის არაბული გაზაფხულის არაბული დასახლებებსი წინააღმდეგ. გარკვეული ხანი შევაჩერეთ ეს პროცესი, მაგრამ ახლა აღმოსავლეთში მიმდინარე ომებისა და კონფლიქტების გამო კვლავ საჭირო გახდა ხალხთა დიდი მასების გადმოსახლება ივანიშვილის მიერ გაყიდულ ქართულ მიწაზე და ამ დიდი შვიდეულის დღეებში, რეესტრმა ხელისუფლებსი ბრძანებით დაარეგისტრირა არაბულ კომპანია “იგლ-ჰილსზე” თბილისსა და რუსთავს შორის ამ სამოთხის გადაცემა 6000000 კვ. სახით. რიგშია გონიო, სადაც ჩამოსახლდება უამრავი უცხოტომელი და ივანიშვილის გათვლით აქ ქართველების ადგილი არ უნდა იყოს, რათა მან არა მარტო მილიარდები მიიღოს ჩვენი მამულებსი გაყიდვით, არამედ პასუხის მომთხოვნიც რომ აღარავინ დარჩეს.

მე კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ არაბული ქვეყნების ხელმძღვანელებს და მათ სამშენებლო კომპანიებს, მაგ ქვეყნებსის აელჩოებს და მსოფლიო არბიტრაჟებს, ვინაიდან ივანიშვილის რეჟიმი არის არალეგიტიმური, მასთან დადებული ყველა კონტრაქტი, მათ შორის არაბულ-ეგვიპტური ქალაქების მშენებლობაზე, არის სამართლებრივად უკანონი და როგორც კი რეჟიმი შეიცვლება, ყველა ასეთი კონტრაქტი იქნება გაუქმებული. პლიუს ამას, ივანიშვილთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი, სამშენებლო კომპანიები და თუ პოლიტიკური ხელმძღვანელები ქართული მიწის მითვისების საკითხში , მიცემულები იქნებიან პასუხისგებაში, რადგან ივანიშვილი დასანქცირებულია და მას ჩადენელი აქვს მსოფლიო დანშაულის კოდექსების უმრავლესობა, ამიტომ მე მოვუწოდებ ყველა თანამდებობის პირის, ვისაც ხელის მოწერა ეხება ამ სამშობლოს გამყიდველურ დოკუმენტებზე, არ გაბედოთ გადაწყვეტილებების მიღება აქ არაბების თუ ნებისმიერი უცხოელის ჩამოსახლებაზე.

ყველას გემუქრებათ ციხე, ვინც ხელს მოაწერთ ივანიშვილის დანაშაულებრივ განკარგულებებზე ქართული მიწების გასხვისებისა და აქ სხვა გენეტიკის ჩამოსახლების პროცესებზე.

მთელ ჩვენს წინაპრებს, ქართველს უბრძოლია თურმე იმისთვის და იმიტომ ჩაწვნენ მიწაში, რომ ბოლოს მოსულიყო ერთი მოღალატე, ქართველად წოდებული არსება – ივანიშვილის სახით და მილიარდების შოვნა მათი სისხლით მორწყული მიწების გაყიდვით. არავის არ შერჩება”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ვგმობ ძალადობას და ჩემი აზრით, ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო… პოლარიზაციიდან საუკეთესო გამოსავალი არის დისკუსია” – ცოტნე ივანიშვილი
  • ჯანგველაძის მკვლელობის საქმე – სასამართლოში ძმებ მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის დასკვნითი პროცესი მიმდინარეობს
  • როგორ შეიძლება საქართველოში ცვლილების მიღწევა – ჯო უილსონი 3 კომპონენტს ასახელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge