ქუთაისში, ერთ-ერთ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად 1 პირი დაიღუპა.
ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა „ინფო იმერეთი“ ავრცელებს.
შემთხვევა კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე მოხდა.
ცეცხლი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
შსს-მ გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
