Saturday, April 18, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“მე ვარ ზუსტად იქ, სადაც ვიყავი პირველი დღიდან” – სალომე ზურაბიშვილი

April 16, 2026
“მე ვარ ზუსტად იქ, სადაც ვიყავი პირველი დღიდან” – სალომე ზურაბიშვილი

“მე ვარ ზუსტად იქ, სადაც ვიყავი პირველი დღიდან”- ასე უპასუხა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა Facebook-ის პირდაპირ ეთერში დასმულ კითხვას, რომელიც ზურაბიშვილის პოლიტიკური პროცესებიდან დისტანცირებას შეეხებოდა.

ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ასრულებს როლს, რომელიც ამ პროცესში ეკუთვნის – ესაუბრება საერთაშორისო პარტნიორებს და ცდილობს დასავლეთთან საქართველოს ხმა მიიტანოს.

სალომე ზურაბიშვილი ასევე ფიქრობს, რომ მას შემდეგ, რაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადა, ამის შემდეგ აიწია პროტესტის მუხტი და ამ პროტესტის შედეგი არის ის, რომ დასავლეთისგან “ქართულმა ოცნებამ” აღიარება ამ დრომდე ვერ მიიღო.

“მე ვარ ზუსტად იქ, სადაც ვიყავი პირველი დღიდან, როცა გამოვაცხადე, რომ ეს არჩევნები იყო გაყალბებული პირველივე დღეს და ეს რომ არ ყოფილიყო, ალბათ, არ ვიქნებოდი დღეს სადაც ვართ და არც ბევრი სხვა ქვეყნის პოლიტიკა არ იქნებოდა ჩვენს მიმართ. ვარ ყველგან, სადაც უნდა ვიყო. ვაგრძელებ იმას, რაც არის ჩემი ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება – ვესაუბრო ჩვენს პარტნიორებს. მივცე ინტერვიუები, ვიყო ყველა იმ ღონისძიებაზე თუ კონფერენციაზე, სადაც შემიძლია, საქართველოს სიტყვა მივიტანო..”- თქვა მან კითხვის საპასუხოდ.

სალომე ზურაბიშვილისთვის შეურაცხმყოფელია განცხადებები, რომ თითქოს ის საქართველოში “ვიღაცის დავალებით რჩება”:

“ვითომც მე ვიღაცისგან ვარ მართული, რომ ვიყო ამ ქვეყანაში, დავრჩე აქ და ვიგრძნო ჩემი პირადი პასუხისმგებლობა. ეს არის რეალურად შეურაცხყოფა ადამიანის – მთელი ჩემი ცხოვრება არის და იყო აწყობილი იმაზე, რომ რაღაცნაირად მომზადებული ვყოფილიყავი იმ დღისთვის, როცა საქართველო დამოუკიდებელი იქნებოდა, შემდეგ კი დამოუკიდებელი საქართველოსთვის გამეწია ის დახმარება რაც მე ჩემი გამოცდილებით შემეძლო.

მე მგონი, მუხტი თუ საერთოდ გაჩნდა, გაჩნდა იმის შემდეგ, რაც მე გამოვაცხადე, რომ არჩევნები ჩატარებული იყო როგორც რუსული სპეცოპერაცია და ამდენად არ ჰქონდა ლეგიტიმურობის არანაირი ნიშანი”- დასძინა ზურაბიშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ვიდეო-მიმართვისას აღნიშნავს, რომ არ ეთანხმებოდა და არ ეთანხმება რაღაც გამოცხადებულ გადატრიალებს, ვითომც ერთ დღეში მომხდარ სასწაულებს – “სიზმრების და მითების არ მჯერა, ასე არ ხდება”

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ვგმობ ძალადობას და ჩემი აზრით, ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო… პოლარიზაციიდან საუკეთესო გამოსავალი არის დისკუსია” – ცოტნე ივანიშვილი
  • ჯანგველაძის მკვლელობის საქმე – სასამართლოში ძმებ მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის დასკვნითი პროცესი მიმდინარეობს
  • როგორ შეიძლება საქართველოში ცვლილების მიღწევა – ჯო უილსონი 3 კომპონენტს ასახელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge