Friday, June 26, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“მესამე თვეა მშობლები უშედეგოდ იბრძვიან შვილების სიცოცხლისთვისა და ჯანმრთელობისთვის, ითხოვენ მედიკამენტს, მაგრამ არც პრემიერი და არც ჯანდაცვის მინისტრი არ ხვდება მათ, სამარცხვინოდ იმალებიან” – ქეთი თურაზაშვილი

April 15, 2026
“მესამე თვეა მშობლები უშედეგოდ იბრძვიან შვილების სიცოცხლისთვისა და ჯანმრთელობისთვის, ითხოვენ მედიკამენტს, მაგრამ არც პრემიერი და არც ჯანდაცვის მინისტრი არ ხვდება მათ, სამარცხვინოდ იმალებიან” – ქეთი თურაზაშვილი

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ.

როგორც „ძლიერი საქართველო-ლელოს“ წევრმა ქეთი თურაზაშვილმა აქციაზე ჟურნალისტებთან განაცხადა, მესამე თვეა მშობლები უშედეგოდ იბრძვიან საკუთარი შვილების სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის, „ქართულ ოცნებას“ კი ის მოქალაქეები, რომლებსაც სერიოზული პრობლემები აქვთ, არ აინტერესებს.

„მესამე თვეა მშობლები უშედეგოდ იბრძვიან საკუთარი შვილების სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის, მესამე თვეა ითხოვენ მედიკამენტს, სპეციალურ პროგრამას, მაგრამ არც პრემიერ-მინისტრი და არც ჯანდაცვის მინისტრი არ ხვდება მშობლებს, სამარცხვინოდ იმალებიან მესამე თვეა. ძალიან მარტივია შეხვედრა, მოსმენა, თანაგრძნობა და მოქმედება. პასუხისმგებლობიანი ხელისუფლება სწორედ ასე მოიქცეოდა. სამწუხაროდ გვაქვს ძალიან რთული და მძიმე მოცემულობა, საერთოდ არ აინტერესებს „ქართულ ოცნებას“ და მის მაღალჩინოსნებს ჩვენი მოქალაქეები და განსაკუთრებით ის მოქალაქეები, რომლებსაც სერიოზული პრობლემები აქვთ.

სულ რომ ერთი ადამიანი იდგეს ასეთი მძიმე მოთხოვნით, ერთ ადამიანს უნდა შეხვდე, როდესაც ხარ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, უფრო სწორად როდესაც გქვია პრემიერ-მინისტრი. აქ ათობით მშობელი დგას, რომელიც იბრძვის საკუთარი შვილისთვის.

ბედავენ ირაკლი კობახიძე და მიშა სარჯველაძე და არ ხვდებიან ამ ადამიანებს, არ უსმენენ მათ, არადა რომ კითხო ხან რის კომისიას ქმნიან და ხან რისას. ქმნიან ილუზიას ვითომ რამეზე მუშაობენ. რეალურად ასეთ მძიმე საკითხებზე უნდა ისხდნენ და მუშაობდნენ თავაუღებლად. სამწუხაროდ საქართველოს ჰყავს უპასუხისმგებლო ხელისუფლება, რომელიც ძალიან მალე უნდა შევცვალოთ და შევცვალოთ სამართლიანი არჩევნების გზით“, – აღნიშნავს თურაზაშვილი.

მშობლებს მთავრობის ადმინისტრაციასთან მიტანილი აქვთ ბანერები წარწერით: „ყოველი დღე არის ბრძოლა სიცოცხლისთვის“.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „საქართველოს რკინიგზაში“ 1100 შტატი შემცირდა ისე, რომ რკინიგზას არაფერი დაეტყო – ირაკლი კობახიძე
  • ირაკლი კობახიძე ასახელებს თარიღს, როდესაც თბილისის შემოვლითი გზა დასრულდება
  • “როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს” – კობახიძემ ბიძინა ივანიშვილს მადლობა პარლამენტშიც გადაუხადა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge