მომღერალმა მერაბ სეფაშილმა გადაცემა „სხვა კითხვები“- ს სტუმრობისას მის ირგვლი8 გავრცელებულ ჭორებზეც ისაუბრა და ის აჭორი გაიხსენა, რომელიც გულზე ყველაზე მეტად მოხვდა:
„მაგრამ ყველაზე მეტად ერთმა ჭორმა გადამრია. ქუთაისში ვიყავით, სტადიონზე გვქონდა კონცერტი. ჩემთან სახლში დარეკეს და თქვეს ავარია მოუვიდაო, ჩემი თვალით დავინახეო, გარდაიცვალაო. წარმოიდგინეთ ჩემი ოჯახის წევრებს რა დაემართებოდათ. გამაგიჟა რა, ვერ მივაგენი თორემ შეიძლებოდა მართლა მომეკლა. ასეთი ჭორით შეიძლება ადამიანი მოკლა, გული გაუსკდეს. ეს ჭორი მახსოვს გველის ნაკბენივით, ამის დავიწყება მიჭირს.“
მოგვიანებით მომღერალმა ქალბატონებთან დაკავშირებული ჭორებიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ჭორი ერთხელ ნაცნობაც კი გაუვრცელა:
„იყო ჭორები ქალებზე, მაგრამ მე და ჩემს მეუღლეს ამაზე რეაქცია არ გქვონია. როდესაც მალე გადის ამბავი ესეიგი ჭორია. იმასთან დადის, ის მოიყვანა – ასე რომ იციან თქმა. პოპულარული იქნება თუ არა ის ქალი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია შენ მოგცხონ ჩირქი. უამრავჯერ მითქვამს ადამიანისთვის რატო ჭორაობთქო, მაგრამ ეს ვთქვი და დავამთავრე. ერთი ადამიანი ნაცნობიც იყო . ცოტა წათაქებაც მოხდა.“ – მერაბ სეფაშვილი