Tuesday, April 14, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“აფგან სადიგოვის საკითხს შევისწავლით და შეფასებას გავაკეთებთ” – ლევან იოსელიანი

April 14, 2026
“აფგან სადიგოვის საკითხს შევისწავლით და შეფასებას გავაკეთებთ” – ლევან იოსელიანი

აფგან სადიგოვის გაძევების მომენტში მის უფლებადამცველებთან გვქონდა კომუნიკაცია და ვიცოდით თუ რა პროცესები მიმდინარეობდა – როდესაც სამართლებრივად შევისწავლით აღნიშნულ საკითხს, თუ რამდენად სწორად მოხდა მისი ქვეყნიდან გაძევება, შეფასებას გავაკეთებთ, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, რითაც აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის საქართველოდან გაძევებას გამოეხმაურა.

იოსელიანის თქმით, აღნიშნულ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა და განსხვავებული მოსაზრებები არსებობს, ამიტომ ეს საკითხი სამართლებრივ შესწავლას საჭიროებს.

„აფგან სადიგოვის უფლებადამცველებთან მქონდა კომუნიკაცია. აღნიშნულ საკითხზე შეფასება აუცილებლად გვექნება. ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა და განსხვავებული მოსაზრებები არსებობს, ამიტომ ეს საკითხი სამართლებრივ შესწავლას საჭიროებს.

იმ მომენტში, როდესაც აფგან სადიგოვი საქართველოში იმყოფებოდა, დაკავებიდან – გაძევებამდე, ბოლომდე ჩართულები ვიყავით და მის ჯანმრთელობის მდგომარეობას ვამონიტორინგებდით და გაძევების მომენტში მის უფლებადამცველებთან გვქონდა კომუნიკაცია და ვიცოდით თუ რა პროცესები მიმდინარეობდა.

როდესაც სამართლებრივად შევისწავლით აღნიშნულ საკითხს, თუ რამდენად სწორად მოხდა მისი ქვეყნიდან გაძევება, მეტის თქმის საშუალება გვექნება“,- განაცხადა ლევან იოსელიანმა.

შეგახსენებთ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი 5 აპრილს, ადმინისტრაციული წესით დააკავა. შსს-ს ცნობით, ის სოციალურ ქსელში პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფისთვის იქნა დაკავებული. იმავე დღეს სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, საქართველოდან გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა 3 წლის ვადით.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ძლიერი მიწისძვრა მოხდა – სად იყო ეპიცენტრი
  • “დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას” – სურსათის სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
  • ელენე ხოშტარია ციხიდან წერილს ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge