კრემლში აცხადებენ, რომ უნგრეთის ახალარჩეულ ლიდერებს მოსკოვთან პრაგმატული დიალოგის წარმოება სურთ.
„ბუნებრივია, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ბატონი მადიარი ბევრ განცხადებას აკეთებს და ბევრ პრესკონფერენციას მართავს. მოდით, დაველოდოთ უნგრეთში ახალი მთავრობის ფორმირებას და პირველ კონკრეტულ ნაბიჯებს. შეგვიძლია, დადებითად შევაფასოთ პრაგმატული დიალოგისადმი მზაობა“, – აცხადებს კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი.
როგორც პესკოვმა განმარტა, ამ მიმართულებით ორმხრივი მზაობა არსებობს.
„შემდეგ უნგრეთის ახალი მთავრობის კონკრეტული ქმედებების გათვალისწინებით ვიმსჯელებთ“, – განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა.
