აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მისთვის სულერთია, შედგება თუ არა შეთანხმება ირანთან. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ ვიმარჯვებთ. შევთანხმდებით თუ არა, ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს“, – განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ ისლამაბადში მოლაპარაკებები, უკვე მრავალი საათია, გრძელდება.
„ჩვენ ეს ქვეყანა სრულად დავამარცხეთ, ახლა კი ვნახოთ, რა მოხდება“, – განაცხადა ტრამპმა.
ცნობისთვის, ისლამაბადში ირანისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი მიმდინარეობს. ირანული მედიის ცნობით, მოლაპარაკებების პირველი ფაზის დასრულების შემდეგ დელეგაციებმა წერილობითი ტექსტი გაცვალეს, რომელშიც განსახილველი საკითხების ძირითადი პუნქტებია მოცემული.
