Saturday, April 11, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

Fox News-ის სტატია ქართულ-ირანულ კავშირებზე – “ოცნებაში” პირველი კომენტარი კეთდება

April 11, 2026
“გლოვის დღეებში მთელი ერი უნდა ერთიანდებოდეს, დღეს რადიკალების მცირე ჯგუფი ვიხილეთ, რომელიც ძალიან ხმაურობს და ყოვლად შეუსაბამოდ იქცევა” – ლევან მაჭავარიანი

ქართულ-ირანულ კავშირებზე Fox News-ის მიერ გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ, “ოცნებაში” პირველი კომენტარი კეთდება.

Fox News: ირანის რეჟიმი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად და სამხედრო მანქანის დასაფინანსებლად იყენებს
ლევან მაჭავარიანს იერიში იმ ქართველ მკვლევარებზე მიაქვს, რომელთა კომენტარები საერთაშორისო მედიის სტატიაში მოხვდა, მათ “უსამშობლო აგნეტებად” მოიხსენიებს და ირწმუნება, რომ ისინი საქართველოს დისკრედიტაციის კამპანიას აგრძელებენ.

როცა გარე დავალებას ასრულებენ, ანგარიშებს ადგენენ და ამაში ფულს იღებენ, ფიქრობენ, რომ ამას არანაირი პასუხისმგებლობა არ მოჰყვება, იციან, რომ პოლიტიკურად ბოლომდე დაზარალებულები არიან და ურჩევნიათ, რომ ფული გააკეთონ – აცხადებს მაჭავარიანი.

“ძალიან სამწუხაროა, რომ უსამშობლო აგენტები გარე მითითებით საქართველოს დისკრედიტაციის კამპანიას აგრძელებენ, თუმცა რა თქმა უნდა არაფერი არ გამოუვათ, იმავენაირად არაფერი არ გამოუვათ, როგორც წლების წინ, როდესაც გვაბრალებდნენ, რომ საქართველო რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლისთვის, შავი ხვრელი იყო. ჩამოვიდნენ სანქციების კოორდინატორები – ამერიკიდან, ევროპიდან და ბრიტანეთიდან და ყველამ დაადასტურა, რომ ეს უსამშობლოები იტყუებოდნენ. ამ შემთხვევაშიც, იმავეს აბრალებენ [საქართველოს] გარე პატრონების დავალებით. იმისთვის, რომ რაღაც ანგარიშები არსებობდეს, რომელსაც ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეები და მტრები თავიანთი დღის წესრიგისთვის გამოიყენებენ, ხიდაშელსა და კანდელაკს იყენებენ. კარგად გვახსოვს, როდესაც ხიდაშელი [თინა ხიდაშელი] საუბრობდა, რომ საქართველოში ტერორისტების გადამზადება ხდებოდა, შემდეგ ის დაიბარეს სუს-ში და მაშინვე შეცვალა ჩვენება, იქიდან გამომდინარე, რომ საგამოძიებო სამსახურში პასუხისმგებლობა იგრძნო და იცოდა, რომ მის ტყუილს კონკრეტული პასუხისმგებლობა მოჰყვებოდა. როცა გარე დავალებას ასრულებენ და ანგარიშებს ადგენენ და ამაში ფულს იღებენ, ფიქრობენ, რომ ამას არანაირი პასუხისმგებლობა არ მოჰყვება. იციან, რომ პოლიტიკურად ბოლომდე დაზარალებულები არიან, რეიტინგი კი 0-ს ქვემოთ აქვთ და ურჩევნიათ, რომ ფული გააკეთონ, თან აღდგომა მოდის და ფული შემოელიათ.

ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ასეთი უსამშობლოები ჩვენ რაიმეს გვაბრალებენ, გადის დრო და სიმართლე თავის კალაპოტს პოულობს, ხოლო ასეთი ბინძური ტყუილების შემთხვევაში, [სიმართლის] გამომჟღავნება 1 დღეში, 1 საათში ხდება, შესაბამისად ეს ტყუილიც იმავენაირად გამომჟღავნდა, როგორც წინა ტყუილები“,- განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

Fox News საქართველო-ირანის კავშირებზე წერს. ამერიკული გამოცემა ჰადსონის ინსტიტუტის ანგარიშზე დაყრდნობით იწუყება, რომ ირანის რეჟიმი სანქციების გვერდის ავლით, სამხედრო მანქანის დასაფინანსებლად საქართველოს იყენებს.

სტატიის თანახმად, თეირანი სამხრეთ კავკასიაში საქართველოს რესპუბლიკასთან კავშირებს აღრმავებს და თავის მხრივ, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, რომელიც ცოტა ხნის წინ ევროკავშირისკენ და ნატოს წევრობის პოტენციურ კანდიდატად მიიჩნეოდა, ნელ-ნელა უახლოვდება თეირანს.

ჰადსონის ინსტიტუტის ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს რესპუბლიკის თეირანის რეჟიმისკენ შემობრუნება შესაძლოა პრობლემური იყოს აშშ-ის ინტერესებისთვის რეგიონში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ავარია სამტრედიაში – არიან დაშავებულები
  • წმინდა ცეცხლი „ჯორჯიან ეარვეისის” ბორტზეა, დელეგაცია საქართველოში რამდენიმე წამში გამოფრინდება
  • საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა უკრაინა დაამარცხა და ნახევარფინალში ითამაშებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge