კობახიძე ღირებულებითი თვალსაზრისით ბევრად მეტ საერთოს პოულობს აიათოლებთან, ვიდრე რომთან, ბერლინთან და პარიზთან – ასე ეხმაურება “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია Fox News სტატიას, რომელიც საქართველო-ირანის კავშირებს შეეხება.
გეგელია ამბობს, რომ ბოლო წლების განმავლობაში ირანი აქტიურად ცდილობს გაზარდოს საკუთარი გავლენის ქსელი საქართველოში და ჩვენი ქვეყანა “ფინანსურ სამრეცხაოდ” გამოიყენოს.
