უკრაინის პრეზიდენტიის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცახდებით, უკრაინა დაიცავს ცეცხლის შეწყვეტის პირობებს და ზუსტად შესაბამისად იმოქმედებს. თუ ჰაერში, ხმელეთსა და ზღვაზე რუსული დარტყმები არ იქნება.
როგროც ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, დღეს რუსული არმიის მიერ ცეცხლის შეწყვეტის ნებისმიერ შესაძლო დარღვევაზე ჩვენი საპასუხო მოქმედების პარამეტრები განვსაზღვეს.
მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ფრონტის ხაზზე მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის მზადაა.
„ყველას გვესმის, ვისთან გვაქვს საქმე. უკრაინა დაიცავს ცეცხლის შეწყვეტის პირობებს და ზუსტად შესაბამისად იმოქმედებს. თუ ჰაერში, ხმელეთსა და ზღვაზე რუსული დარტყმები არ იქნება, მაშინ ეს ნიშნავს, რომ პასუხი ჩვენგანაც არ იქნება.
უკრაინამ არაერთხელ შესთავაზა რუსეთს ცეცხლის შეწყვეტის სხვადასხვა ფორმატი და ჩვენ მიგვაჩნია, რომ აღდგომა ის დროა, როდესაც სიჩუმე და უსაფრთხოება დაცული უნდა იყოს. ასევე, აღდგომას ცეცხლის შეწყვეტა, შეიძლება მშვიდობისკენ ნამდვილი წინსვლის დასაწყისი გახდეს. ჩვენმა მხარემ შესაბამისი წინადადება უკვე წამოაყენა. რუსულ მხარეს ჩვენი მოქმედებების სიმეტრიული ხასიათისა და აღდგომის შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის შესაძლო გახანგრძლივების შესახებ ინფორმაცია გადაეცა”. – აცხადებს ზელენსკი.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სააღდგომო ზავისთვის მზადყოფნა გასულ თვეში გამოთქვა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 9 აპრილს სააღდგომო ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა, რომელიც 11-დან 12 აპრილამდე უნდა გაგრძელდეს.
