უნგრეთი ისტორიული არჩევნების მოლოდინშია – ხვალ დილიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით კენჭისყრები უნდა დაიწყოს. ადგილობრივი მოსახლეობაა არჩევანს ძირითადად ორ ლიდერს შორის აკეთებს. მათ უნდა გადაწყვიტონ მიანდობენ თუ არა კიდევ ერთხელ ქვეყნის მართვას პუტინის მოკავშირეობაში მხილებულ ორბანს, თუ მხარს დაუჭერენ ხელისუფლების შეცვლას და ოპოზიციის ლიდერს, პიტერ მაგიარს.
წინასაარჩევნო კამპანიაა უნგრეთში მასშტაბური ანტისამთავრობო გალაკონცერტით დასრულდა. წუხელ ბუდაპეშტის გმირთა მოედანზე ათი ათასობით ადამიანი იყო მისული – ისმოდა შეძახილებიც: “რუსებო წადით სახლში!”
თუ საზოგადოებრივი აზრის კვლევებს დავუჯერებთ, 16-წლიანი მმართველობის შემდეგ ვიქტორ ორბანმა შესაძლოა ძალაუფლება დაკარგოს, თუმცა ორბანს არაერთხელ გაუმარჯვია არჩევნებში, რომლებშიც კვლევები მარცხს უწინასწარმეტყველებდნენ.
არჩევნების შედეგებს ყურადღებით დააკვირდებიან არა მხოლოდ მოსკოვსა და კიევში, არამედ ბრიუსელშიც, რომლისთვისაც ორბანის პოზიცია გასული წლების განმავლობაში ევროკავშირის ერთიანობის მთავარი პრობლემა გახდა. არჩევნების შედეგები მნიშვნელოვანია შეერთებული შტატებისთვისაც, მით უფრო, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ მიმდინარე არჩევნებში მკაფიოდ დაუჭირა მხარი ორბანს.
