Saturday, April 11, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

საქართველოში მცხოვრები უნგრელი ჟურნალისტი ამბობს, რომ საკონსულოში დაკითხეს და ციხით დაემუქრნენ

April 11, 2026
საქართველოში მცხოვრები უნგრელი ჟურნალისტი ამბობს, რომ საკონსულოში დაკითხეს და ციხით დაემუქრნენ

საქართველოში მცხოვრები უნგრელი ჟურნალისტი, ლაზლო რობერ მეზესი აცხადებს, რომ თბილისის საკონსულოში სავიზო დახმარების მისაღებად მისულს უცნობი ქალი ციხით დაემუქრა.

ლაზლოს თქმით, საკონსულოში მისი საუბარი უფრო დაკითხვას ჰგავდა – ჟურნალისტი ამბობს, რომ უცნობ ქალს მას თან ერთ საათზე მეტხანს პირადი სახის შეკითვები ჰქონდა,  მათ შორის აინტერესებდა, იყო თუ არა ურთიერთობაში, ან რომელ მედია- საშუალებებთან თანამშრომლობდა.

ლაზლო რობერ მეზესი აცხადებს, რომ ეს ყველაფერი მისი ადვოკატის თანდასწრებით მოხდა.

ამ ყველაფერში მათ საქართველოს მოქალაქეც კი ჩარიეს — ჩემი ადვოკატი გიორგი ტაბატაძე. იმ ქალმა მას პირდაპირი კითხვაც კი დაუსვა, თუ ვინ უხდიდა მას ჰონორარს და როგორ ხდებოდა ანგარიშსწორება ჩვენს შორის – ამბობს მეზესი.

“ქალი, რომელმაც თავი არ გაგვაცნო და არც სახელი გვითხრა, დაიწყო ჩემთვის სხვადასხვა კითხვების დასმა. ეს უფრო დაკითხვას ჰგავდა.
მან მკითხა ყველა ტიპის პირად საკითხზე: ჩემი წარმომავლობა, რა მედიასაშუალებებთან ვთანამშრომლობდი — როგორც უნგრულ, ისე უცხოურ მედიებთან. ასევე მკითხა ფინანსებზე: ვინ რას აფინანსებს, რა პროექტები მაქვს, მაქვს თუ არა ხელშეკრულებები რომელიმე მედიასთან და ა.შ.
ეს კითხვები თითქმის ყველა დეტალს მოიცავდა. მან ისიც კი მკითხა, ვცხოვრობ თუ არა ქალაქის მდიდარ უბანში, რაზეც ვუპასუხე, რომ არა.
მკითხა, პირადად ვიცნობ თუ არა იმ ბინის მფლობელს, სადაც ვცხოვრობ. ვუთხარი, რომ დიახ. შემდეგ მკითხა ამ ადამიანის ასაკი, სქესი, პროფესია, რამდენი ხანია ვიცნობ და რა პირადი კავშირი მაქვს მასთან.
მან პირად ცხოვრებაზეც მკითხა — ვარ თუ არა ურთიერთობაში და ა.შ.
ძალიან საინტერესო იყო ისიც, რომ ისეთი კითხვებიც დამისვა, მაგალითად: ვიცნობ თუ არა მის მშობლებს.

მე მანამდე უკვე მქონდა ძალიან დეტალური დაკითხვა საქართველოს პროკურატურაში სექტემბერში — სადაც აღწერილობითაც კი დეტალურად მომაყოლეს, რა ეცვათ თავდამსხმელებს, იდენტიფიკაციის მიზნით. მაგრამ წარმოიდგინეთ, ეს შემთხვევა კიდევ უფრო დეტალური იყო.

მან მკითხა, ვიცოდი თუ არა, რომ საქართველოში ჩემი ჟურნალისტური საქმიანობის გამო ნებისმიერ დროს შეიძლება დამაპატიმრონ.

მისი თქმით — რაც მან ჩემს ადვოკატ გიორგისაც უთხრა — საქართველო თითქოს თურქეთს ჰგავს და უცხო ქვეყანაში მცხოვრები ჟურნალისტებისთვის ეს პროფესია ყოველთვის რისკიანია; ისინი თითქოს მუდმივად არიან სამიზნე და ა.შ.

და სწორედ ეს გახდა მთელი საუბრის მთავარი ხაზი. ეს თემა ისევ და ისევ ბრუნდებოდა — ჯერ ამ ქალის მხრიდან და შემდეგ უკვე კონსულის მხრიდანაც. საუბრის მიმდინარეობისას ეს ნარატივი ოდნავ იცვლებოდა, მაგრამ ისევ უბრუნდებოდით მას.

მე მგონია, რომ როცა მან დაინახა, , რომ მე რეალურად არ ვიყავი შეშინებული, ცდილობდა ტონი უფრო და უფრო მკაცრი გაეხადა. მაგალითად, იყო ისეთი პირდაპირი ფრაზებიც,
რომ თუ აქ რამე დამემართებოდა, ან უბრალოდ დამაკავებდნენ, მათ ამის შესახებ არავინ შეატყობინებდა და ვერავინ გაიგებდა ჩემზე. ფაქტობრივად, ამბობდა, რომ შეიძლება უბრალოდ „გავქრე“.

მეზესი ამბობს, რომ ეს უპრეცედენტო ამბავია, რადგან მისი თქმით, საკმაოდ რთული დასაჯერებელია, რომ დიპლომატები საკუთარი ინიციატივით მოქცეულიყვნენ ასე.

მისი თქმით, ორბანის რეჟიმის ძალაუფლება უკვე საზღვრების გარეშე ვრცელდება პოლიტიკური ოპონენტების, ოპოზიციის მხარდამჭერებისა, აქტივისტების და დამოუკიდებელი ჟურნალისტების წინააღმდეგ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
  • ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებას ავრცელებს
  • ბორის ჯონსონი უკრაინაში იმყოფებოდა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge