Saturday, April 11, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

პროევროპულ აქციებზე დაკავებულების ოჯახის წევრებს არ სჯერათ, რომ “ქართული ოცნება” საპატრიარქოს თხოვნას გაითვალისწინებს

April 9, 2026
პროევროპულ აქციებზე დაკავებულების ოჯახის წევრებს არ სჯერათ, რომ “ქართული ოცნება” საპატრიარქოს თხოვნას გაითვალისწინებს

პროევროპულ აქციებზე დაკავებულების ოჯახის წევრები საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებას ეხმაურებიან, რომელმაც “ტვ პირველის” ჟურნალისტის შესაბამის კითხვაზე თქვა, რომ შესაძლოა პროევროპული აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით “ქართულ ოცნებას” კიდევ ერთხელ მიმართონ.

ერთ-ერთი პატიმრის, რეზო კიკნაძის მამა ამბობს, რომ “ქართული ოცნება” დაუნდობელია” და ის მათგან არაფერს არ ელოდება.

“საპატრიარქოს როლი აქამდეც უნდა გაეთვალისწინებინათ. მე მოვისმინე ისიც, რომ მამა შიომაც სთხოვა, აგერ ახლა მოვისმინე კიდევ და თუ გაითვალისწინებენ, თუ არადა მაინც და მაინც არ არის დიდი სავალალო, დარჩათ ბიჭებს შვიდი თვე და ყველა გამოვლენ. როგორც ხელისუფალს მე ამათ არ აღვიქვამ და ესენი თუ არც საპატრიარქოს უსმენენ, არც ცხონებულ პატრიარქს უსმენენ, რამდენჯერ სთხოვა, ესენი არიან დაუნდობელი ხალხი და მე ამათგან არაფერს არ ველოდები. ველოდები, შვიდი თქვე დარჩათ ბიჭებს, გამოვლენ,” – თქვა ილია კიკნაძემ.

ირაკლი ქერაშვილის და, ქეთი ქერაშვილი აღნიშნავს, რომ “ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას არავითარი საერთო არ აქვს არც თავისუფლებასთან, არც დემოკრატიასთან, არც ღირსებასთან და არც მართლმადიდებლობასთან”, ამიტომ მისი აზრით, არც ახლა ექნება შედეგი საპატრიარქოს მიმართვას.

“ეს მხოლოდ შეუძლია იმ ადამიანს გააკეთოს, რომელიც არის ნამდვილი ქრისტიანი და მართლმადიდებელი, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას აბსოლუტურად არავითარი საერთო არ აქვს არც თავისუფლებასთან, არც დემოკრატიასთან, არც ღირსებასთან და რა თქმა უნდა, არც მართლმადიდებლობასთან, ასე რომ დიდი ალბათობით, ჩემი აზრით, როგორც წინა ჯერზე ყური არ უგდეს საპატრიარქოს, დარწმუნებული ვარ, დიდი ალბათობით, არც ახლა იქნება დიდი შედეგი, მაგრამ არ ვიცი, დაველოდოთ და ვნახოთ მოვლენების განვითარება როგორი იქნება,” – ამბობს ქეთი ქერაშვილი.

ზვიად ცეცხლაძის მამა ფიქრობს, რომ პატიმრებს ბოლომდე მოუწევთ სასჯელის მოხდა. ზურა ცეცხლაძის განცხადებით, იმ ადამიანებისგან, რომლებიც ღმერთის სახელს თავიანთი “ძალაუფლების გასამყარებლად იყენებენ”, პოზიტიური მოლოდინი არასდროს ჰქონიათ და არც ექნებათ.

“კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა სთხოვა სამჯერ და არ გაითვალისწინეს. ფარისევლობენ და იყენებენ ყველაფერს მანიპულაციისთვის, რომ შემდგომში ამაზე ააგონ პროპაგანდა და თავიანთი ამომრჩეველი კვებონ ამ საზიზღარი პროპაგანდით. არავის აზრს არ ითვალისწინებენ, თუ ეს კონკრეტულად მათ ხეირს არ მოუტანს.

ადამიანს როცა ღმერთი არ სწამს და უბრალოდ ღმერთის სახელს იყენებს იმისთვის, რომ თავისი ძალაუფლება გაამყაროს, ამ ადამიანებისგან პოზიტიური მოლოდინი არასდროს არ გვქონია და არც შემდგომში არ გვექნება.

ასე, რომ მე ვფიქრობ ამ ბიჭებს, ღიმილის ბიჭებს, ერმა რომ შეარქვა ღიმილის ბიჭები და ძალიან წარმატებულ ბიჭებს, ალბათ ბოლომდე მოუწევთ სასჯელის მოხდა ვაჟკაცურად და წელგამართული გამოვლენ ციხეებიდან,” – განაცხადა ზურა ცეცხლაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საქართველოში მცხოვრები უნგრელი ჟურნალისტი ამბობს, რომ საკონსულოში დაკითხეს და ციხით დაემუქრნენ
  • მეწყრული პროცესი ტყიბულში – სოფელ კურსების 58 ოჯახი მშობლიურ სახლებს ვეღარ დაუბრუნდება
  • მდინარე დიღმურას ხიდზე, 15 აპრილიდან 5 თვის განმავლობაში, საავტომობილო მოძრაობა იზღუდება – მერია

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge