ვერავინ, ვინც გავრილოვს ზვიად გამსახურდიას სავარძელში ჩასვამს, ვერ იქნება ამ ქვეყნის სრულუფლებიანი მმართველი – ამის შესახებ 9 აპრილის გმირთა მემორიალთან ნიკა გვარამიამ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ჰყავს მთავრობა, რომლის წევრებსაც ხალხი უსტვენს.
“ამ დღეს აღდგა საქართველოს დამოუკიდებლობა, ზვიად გამსახურდიამ გამოაცხადა სწორედ ამ შენობაში. ვერავინ, ვინც ზვიად გამსახურდიას სავარძელში ჩასვამს გავრილოვს, ვერ იქნებ ამ ქვეყნის სრულუფლებიანი მმართველი… ის, რაც აქ ვნახეთ, ნამდვილად ძალიან უსიამოვნოა, როცა საქართველოს ჰყავს მთავრობა, რომელსაც აქ არ მოესვლება ისე, რომ ხალხმა არ დაუსტვინოს; ძალიან მძიმე ამბავია” – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
