საჭიროა ახალი პარტიები უნდა გამოჩნდნენ, საზოგადოებაში ამის მოთხოვნაა – ამის შესახებ განცხადება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა facebook ლაივში მოქალაქის კითხვის საპასუხოდ გააკეთა.
ზურაბიშვილი იქვე განმარტავს, რომ ახალი პარტიების გაჩენის და ფორმირების პარალელურად, “მთავარი ბრძოლაა მოსაგები”, რისთვისაც ზურაბიშვილის თქმით, მთელი საზოგადოება უნდა გაერთიანდეს.
“მე ვფიქრობ, რომ საჭიროა, რომ ახალი პარტიები გამოჩნდნენ, იმიტომ, რომ რეალურად საზოგადოებაში არის ამის მოთხოვნა. ეტაპებია მანამდე სანამ გამოჩნდება საზოგადოებას რომელი პარტია უფრო მოსწონს. სანამ ამ ეტაპამდე მივალთ, ეს პარტიები უნდა გამოჩნდნენ, დაარსდნენ, მაგრამ სანამ ამ ეტაპამდე მივალთ, უნდა მოვიგოთ პირველი ბრძოლა და ეს პირველი ბრძოლა მოითხოვს, რომ ახალი პარტიები, ძველი პარტიები, პროტესტის ხალხი, საზოგადოება, რომელიც ჯერჯერობით პასიურია, მაგრამ უნდა გააქტიურდეს, ყველა ერთად ჩაებან ამ ერთობლივ ბრძოლაში, რომელსაც ჰქვია საქართველოს გადარჩენა გარუსებისგან” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
