8-12 აპრილის პერიოდში საქართველოში მოსალოდნელია ამინდის მნიშვნელოვანი გაუარესება – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე წერს.
„მოსალოდნელი მეტეოროლოგიური პირობები- დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი ნალექი და სეტყვა.
დასავლეთის ქარის გაძლიერება 17-22 მ/წმ-მდე. ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება.
მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელია თოვლი.
შესაძლო საფრთხეები:- წყალდიდობა-
მეწყერული პროცესების განვითარება,
ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხება,
ლოკალური სეტყვა- ძლიერი ქარის შედეგად გამოწვეული ზარალი.
რეკომენდაციები:- მოსახლეობამ და მძღოლებმა გამოიჩინონ სიფრთხილე გადაადგილებისას, ფერმერებმა მიიღონ პრევენციული ზომები მოსავლისა და მეურნეობის დასაცავად, მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელი წაყინვის გამო, სასურველია მცენარეთა და ცხოველთა დაცვა.
გთხოვთ გაითვალისწინოთ: გაფრთხილება არ არის შეშინება, არამედ ინფორმაციის გაზიარება თქვენი უსაფრთხოებისთვის.
მშვიდობიან დღეებს გისურვებთ“, – წერს კობა ფარტენაძე.
