Thursday, June 18, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტი შეადგენს 2 მილიარდ 500 მილიონ ლარს და თანხიდან ავარიული შენობების გამაგრებისთვის 1%-იც არ არის გამოყოფილი” – ნიკა ჩერქეზიშვილი

April 8, 2026
“დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტი შეადგენს 2 მილიარდ 500 მილიონ ლარს და თანხიდან ავარიული შენობების გამაგრებისთვის 1%-იც არ არის გამოყოფილი” – ნიკა ჩერქეზიშვილი

„ლელო – ძლიერი საქართველოს“ თბილისის საკრებულოს წევრის, ნიკა ჩერქეზიშვილის განცხადებით, ვასო აბაშიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის მიზეზად, პირველადი ინფორმაციით, სახლში მიმდინარე რემონტი სახელდება.

როგორც მან ადგილზე ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულ ქუჩაზე უამრავი სახლი ავარიულ მდგომარეობაშია, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოინგრეს.

„თბილისის მერია აღიარებს, რომ თბილისში 10 000-ზე მეტი ავარიული შენობაა. ეს ოფიციალურად კახა კალაძემ განაცხადა თბილისის მთავრობის სხდომაზე. მინდა გითხრათ, თბილისის 2026 წლის ბიუჯეტი შეადგენს 2 მილიარდ 500 მილიონ ლარს და თანხიდან ავარიული შენობების გამაგრებისთვის 1%-იც არ არის გამოყოფილი. ეს თვალნათლივ აჩვენებს, რა პრიორიტეტები დგას თბილისის მერიის წინაშე. რა თქმა უნდა, უამრავი ავარიული შენობაა ამ ქუჩაზე. ამ შემთხვევაში, პირველადი ინფორმაციით სახელდება ის, რომ სახლში რემონტი მიმდინარეობდა. მაგრამ ვხედავთ, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე არაერთი ავარიული შენობაა და ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოინგრეს.

მთავარი სათქმელი არის ის, რომ თბილისის მერია არასდროს იღებს პასუხისმგებლობას და კონკრეტულად, კახა კალაძე არ იღებს ამ შემთხვევებზე. ჩვენ გვახსოვს, როცა აბსოლუტურად უდანაშაულო ხალხი დაიხოცა სადგურის მოედნის მიმდებარედ, მაშინაც არ აიღეს პასუხისმგებლობა მიუხედავად იმისა, რომ ეს ხალხი საერთოდ არ ცხოვრობდა იმ ავარიულ შენობაში“, – განაცხადა ჩერქეზიშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “სარფში კოკაინი აღმოაჩინეს” – შემოსავლების სამსახური
  • “სააკაშვილს მიაჩნია, რომ ბოკუჩავამ ნაკლები ძალა გაიღო და ჟორჟოლიანს მეტი რესურსი აქვს” – გია ვოლსკი
  • პოლონეთში რუსი სატირიკოსი მხატვრის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ქართულ პასპორტს იყენებდა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge