Tuesday, August 4, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“აბაშიძის ქუჩაზე ჩამონგრეული სახლი არ იყო შეფასებული როგორც ავარიული, შესაბამისად, გამგეობაში მოსახლეობის მხრიდან მომართვა არ ფიქსირდება” – მთაწმინდის რაიონის გამგეობა

April 8, 2026
“აბაშიძის ქუჩაზე ჩამონგრეული სახლი არ იყო შეფასებული როგორც ავარიული, შესაბამისად, გამგეობაში მოსახლეობის მხრიდან მომართვა არ ფიქსირდება” – მთაწმინდის რაიონის გამგეობა

მთაწმინდის რაიონის გამგეობა თბილისში, ვასო აბაშიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. გამგეობის განმარტებით, წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა გამოწვეულია კერძო მესაკუთრის მხრიდან სარემონტო სამუშაოების არასწორი შესრულებით, რის შედეგადაც დაზიანდა შენობის მზიდი კედელი.

რაც შეეხება შენობაში მცხოვრებლებს, როგორც მთაწმინდის რაიონის გამგეობა განცხადებაში განმარტავს, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შენობაში მცხოვრები 12 ოჯახი გუშინვე დროულად გაიყვანეს და სასტუმროში დააბინავეს.

„მთაწმინდის რაიონში, ვ. აბაშიძის ქუჩის N11-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში მიმდინარე წლის 7 აპრილს ჩამოიშალა შენობის შიდა ფრაგმენტი, კერძოდ, ღიობებს შორის არსებული კედელი.

წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა გამოწვეულია კერძო მესაკუთრის მხრიდან სარემონტო სამუშაოების არასწორი შესრულებით, რის შედეგადაც დაზიანდა შენობის მზიდი კედელი.

აღნიშნული ფართის მესაკუთრემ მიმდინარე წლის 3 აპრილს თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს მიმართა ფართის გამიჯვნის შესახებ განცხადებით, თუმცა სამუშაოები დაიწყო განხილვის დასრულებამდე, ყოველგვარი ნებართვის გარეშე.

აღნიშნული საცხოვრებელი სახლი არ იყო შეფასებული როგორც ავარიული. შესაბამისად, მთაწმინდის რაიონის გამგეობაში მოსახლეობის მხრიდან მომართვა არ ფიქსირდება.

უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შენობაში მცხოვრები 12 ოჯახი გუშინვე დროულად იქნა გაყვანილი შენობიდან და დაბინავებული სასტუმროში. მთაწმინდის რაიონის გამგეობამ მათ შესთავაზა ქირით უზრუნველყოფა.

დღეს დილით, საცხოვრებელი სახლის გარე კედელი ჩამოიშალა. ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე იქნება მიღებული გადაწყვეტილება როგორც პასუხისმგებელი პირის მიმართ სამართალწარმოებაზე, ისე შენობის გამაგრება-რეაბილიტაციის შესახებ“, – ნათქვამია განცახდებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში, წმინდა ბარბარეს დასახლების მიმდებარედ თვითმფრინავი განათების ბოძს გამოედო
  • ,,იყავით ფრთხილად და ყურადღებით” – გოგა მანია მიმართვას ავრცელებს
  • გიორგი ღოღობერიძე ასახელებს ხილს, რომელიც ჩვენს სხეულში „დაბერებას ებრძვის“

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge