Tuesday, April 7, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ირაკლი კობახიძეს არც ინტელექტი აკლია, არც ცოდნა და არც განწყობა…სახელმწიფოში ჩამოსული სტუმარი მიიყვანა პარტიის დამფუძნებელთან” – გია ვოლსკი

April 7, 2026
“სასულიერო პირები პოლიტიკურ განცხადებებს არ უნდა აკეთებდნენ” – ვოლსკი მეუფე იაკობს პასუხობს

2012 წლიდან ბიძინა ივანიშვილი არის პარტიის ლიდერი, ჩამომყალიბებელი, მაგრამ არც ერთხელ თავისი ქმედებით ან სიტყვით არ გამოუვლენია ის, რომ ის ვინმეზე მაღლა დგას – ირაკლი კობახიძემ სახელმწიფოში ჩამოსული სტუმარი მიიყვანა პარტიის დამფუძნებელთან, ლიდერთან – მე თქვენთან სახლში რომ სტუმარი მოვიყვანო და თქვენ იყოთ მთავარი მასპინძელი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემი როლი რაიმეთი დაკნინებულია, – ამის შესახებ გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევისა და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის შესახებ შეკითხვას უპასუხა.

მისი თქმით, “კადრებით არ შეიძლება გადაწყვეტილება მიიღო იმის თაობაზე, თუ ვის მეტი გავლენა აქვს”.

“აღებული კადრებით არ შეიძლება გადაწყვეტილება მიიღო იმის თაობაზე, თუ ვის მეტი გავლენა აქვს – სისტემას უნდა იცნობდე. 2012 წლიდან ბიძინა ივანიშვილი არის პარტიის ლიდერი, ჩამომყალიბებელი, მაგრამ არც ერთხელ თავისი ქმედებით ან სიტყვით არ გამოუვლენია ის, რომ ის ვინმეზე მაღლა დგას.

ირაკლი კობახიძემ სახელმწიფოში ჩამოსული სტუმარი მიიყვანა პარტიის დამფუძნებელთან, ლიდერთან. ამ თემასთან დაკავშირებით ინტერპრეტაციას მე ვერ დაგიშლით, მაგრამ ძალიან ცუდი მაგალითია იმისათვის, რათა იმსჯელოთ ურთიერთობებზე, რომელიც პარტიის შიგნით არის ჩამოყალიბებული.

ბიძინა ივანიშვილის პრემიერობის დროს ჩამოყალიბდა საკმაოდ ინტენსიური და ახლო ურთიერთობა აზერბაიჯანის ხელმძღვანელობასთან და არ გაწყვეტილა დღემდე. ასე რომ, მე თქვენთან სახლში სტუმარი მოვიყვანო და თქვენ იყოთ მთავარი მასპინძელი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემი როლი რაიმეთი დაკნინებულია და ეს თქვენი ინტერპრეტაცია ნამდვილად არ არის სინდისიერი”, – განაცხადა ვოლსკიმ.

კითხვაზე, რა როლი აქვს ბიძინა ივანიშვილს ქვეყნის მართვაში, ვოლსკიმ უპასუხა, რომ “ბიძინა ივანიშვილი, როგორც ამ პარტიის დამფუძნებელი, ამ ხელისუფლების ჩამომყალიბებელი, როგორც ადამიანი, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყნის გადარჩენის პროცესში, შესაბამისად არის დაფასებული ყველა მათგანის მიერ”.

“მნიშვნელოვანი როლი აქვს, ისევე როგორც ბევრ ჩვენგანს, მაგრამ ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილი, როგორც ამ პარტიის დამფუძნებელი, ამ ხელისუფლების ჩამომყალიბებელი, როგორც ადამიანი, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყნის გადარჩენის პროცესში, შესაბამისად არის დაფასებული ყველა ჩვენგანის მიერ. არცერთი გადაწყვეტილება მის მიერ არასოდეს არ მიღებულა იმ კონსულტაციების გარეშე, რომელიც ჰქონდა მას მათ შორის პოლიტსაბჭოს წევრებთან.

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრს, იგი არის მმართველი, მართავს იმ სისტემით, რომელიც ჩამოყალიბებულია და რომელსაც ბოლო პერიოდში ცვლილება არ განუცდია. ირაკლი კობახიძეს არც ინტელექტი აკლია, არც ცოდნა და არც განწყობა. ბიძინა ივანიშვილს ამ ქვეყანაში პატივისცემაც აქვს, დაფასებაც და ამ ქვეყნის მიმართ მისი თავდადება ყველასთვის არის ცნობილი, თქვენს გარდა. თქვენთვისაც ცნობილია, მაგრამ თქვენ ნერვებს გიშლით”, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • პროკურატურას დადგენილი არ ჰყავს პირი [პირები], ვინც 4 ოქტომბერს კამერები წებოვანი ლენტით დაფარა
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?
  • გრიგოლ ლილუაშვილი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge