Tuesday, April 7, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ვფიქრობ, გამოძიება შეცდომაშია შეყვანილი იმ მტკიცებულებებით, რომელსაც დღეს ეყრდნობა – ჯერჯერობით, საპროცესო შეთანხმებაზე საუბარი არ არის” – გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატი

April 7, 2026
“ვფიქრობ, გამოძიება შეცდომაშია შეყვანილი იმ მტკიცებულებებით, რომელსაც დღეს ეყრდნობა – ჯერჯერობით, საპროცესო შეთანხმებაზე საუბარი არ არის” – გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატი

ვფიქრობ, გამოძიება შეცდომაშია შეყვანილი იმ მტკიცებულებებით, რომელსაც დღეს ეყრდნობა, – ამის შესახებ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ, სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატმა რობერტ გრიგალაშვილმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც ადვოკატი აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ საქმეზე საგამოძიებო ვადა გახანგრძლივდა, ლილუაშვილის წინააღმდეგ ირიბი მტკიცებულებების გარდა, ვერაფერი მოიპოვეს.

„მიგვაჩნია და ვადასტურებთ, რომ მიმდინარე საქმეზე რამე ახალი, განსაკუთრებული, პირდაპირი მტკიცებულება არ შემატებია. ვფიქრობთ, მოცემული მტკიცებულებები არ უნდა იყოს საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის დასაყენებლად. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვექნება შუამდგომლობები, რასაც დავაყენებთ.

საგამოძიებო პერიოდი გახანგრძლივდა, მაგრამ არანაირი პირდაპირი მტკიცებულება საქმეს არ დამატებია. ირიბი მტკიცებულებების სიმრავლე არ ნიშნავს დანაშაულის დადასტურებას”,- განაცხადა გრიგალაშვილმა.

კითხვაზე, საქმეში დევს თუ არა ლილუაშვილის წინააღმდეგ ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის მიერ მიცემული ჩვენება, რადგან სწორედ მისი დახმარებით ქრთამის აღების ორ ეპიზოდს ედავებიან სუს-ის ყოფილ უფროსს, ადვოკატი პასუხობს, რომ „საქმეზე გაუთქმელობის ვალდებულებიდან გამომდინარე” ამაზე ვერ ისაუბრებს.

“ჩვენ არ გვაქვს პოზიცია რომ სხდომა დახურული იყოს, დასამალი არაფერი არ გვაქვს, მითუმეტეს, წარმოდგენილი მასალები არ იძლევა იმის საშუალებას, გრიგოლ ლილუაშვილი ცნობილი იყოს ასეთ კორუფციულ დანაშაულში. ის თავს დამნაშავედ არ ცნობს”,- აცხადებს გრიგალაშვილი.

კითხვაზე, ხომ არ დაწყებულა ლილუაშვილთან საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკება, ადვოკატმა უარყოფითი პასუხი გასცა.

„ჯერჯერობით საპროცესო შეთანხმებაზე საუბარი არ არის. საპროცესო შეთანხმება ბრალდებულსა და პროკურატურას შორის ფორმდება, ჯერჯერობით პროკურატურასთან საუბარი არ გვქონია”,- განაცხადა გრიგალაშვილმა.

კითხვაზე, თუ რატომ დააკავეს ლილუაშვილი, რას ამბობს ის, ადვოკატი ასე პასუხობს:

„ვფიქრობ, გამოძიება შეცდომაშია შეყვანილი იმ მტკიცებულებებით, რომელსაც დღეს ეყრდნობა. რა მტკიცებულებებიც შეიქმნა, წარმოიქმნა მცდარი აზრი მისი ბრალეულობის შესახებ”,- განაცხადა გრიგალაშვილმა.

ცნობისთვის, პროკურატურაში გამოკითხვაზე მისული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ლოზუნგით – „განათლებისთვის“, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
  • „ძლიერი ქარი და შტორმი“ – სინოპტიკოსები მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებენ
  • ბათუმში ფიჭვნარსა და კოლონადებთან მდებარე კაფე-ბარები დაანგრიეს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge