Monday, April 6, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

გამოცდების ეროვნული ცენტრი მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს

April 6, 2026
მერია ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს – ეს ყველა აბიტურიენტმა უნდა იცოდეს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდასთან დაკავშირებით საინფორმაციო დოკუმენტი – „გზამკვლევი მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის“ – ვებგვერდზე გამოაქვეყნა.

„გზამკვლევი მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის“ მოიცავს დეტალურ ინფორმაციას რეგისტრაციის ვადების, გამოცდის ფორმატის, ტესტის სტრუქტურის, საგამოცდო დროის, შეფასების სისტემისა და მოქმედი წესების შესახებ. დოკუმენტში, ასევე, წარმოდგენილია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამაგისტრო პროგრამების ჩამონათვალი.

მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია ელექტრონულად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე – online.naec.ge – მიმდინარეობს, რომელიც 6 აპრილის 10:00 საათიდან დაიწყო და 11 მაისის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობის მიზნით, აპლიკანტმა რეგისტრაციის პროცესში, არაუგვიანეს 6 მაისის 18:00 საათისა, უნდა უზრუნველყოს შესაბამისი საფასურის გადახდა, რომლის ოდენობა შეადგენს 50 ლარს. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, 6 მაისის 18:00 საათიდან 11 მაისის 18:00 საათამდე პერიოდში, კანდიდატებს მხოლოდ საგამოცდო ქალაქის არჩევა ან ცვლილება, ასევე, უკვე დაწყებული რეგისტრაციის დასრულება შეეძლებათ.

საფასურის გადახდა ხორციელდება „საქართველოს ბანკის“ პლატფორმების მეშვეობით, კერძოდ, ონლაინ გადახდის სისტემით (bogpay.ge), ინტერნეტ ბანკით (ibank.ge), მობილური აპლიკაციით (mBank) და თვითმომსახურების ტერმინალებით.

უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში, სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.

საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტი ოთხი ნაწილისაგან შედგება – წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა, ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა. გამოცდა წარმატებით ჩაბარებულად ითვლება იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტი ტესტის ოთხი კომპონენტიდან დადგენილ მინიმალური კომპეტენციის ზღვარს სამში მაინც დააკმაყოფილებს. გასათვალისწინებელია, რომ ცალკეული სამაგისტრო პროგრამების შემთხვევაში შესაძლებელია, მოთხოვნილი იყოს ოთხივე კომპონენტში მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვა.

სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების აუცილებელ პირობას საერთო სამაგისტრო გამოცდასთან ერთად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების ჩაბარება წარმოადგენს.

საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩატარებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს, ხოლო შიდა გამოცდებს – შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები. შიდა გამოცდებში მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა უნდა მიმართონ შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მოუწოდებს მაგისტრანტობის კანდიდატებს, ყურადღებით გაეცნონ დოკუმენტში წარმოდგენილ ინფორმაციას და დადგენილ ვადებში გაიარონ რეგისტრაცია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • წყალი 12 საათით შეწყდება – იხილეთ მისამართები
  • “სიმართლე ბოლომდე უნდა ითქვას!”- რას წერს ირინა სარიშვილი
  • ჯარში გაწვევის წესები მკაცრდება – დეტალები

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge