Monday, April 6, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ლაჩარი სააკაშვილი, რომელიც 2008-ში მიწაზე ფორთხავდა, შენიშვნებს მე ვერ მომცემს, ვერ! ვერც მოღალატეს დამიძახებს!” – ზურაბ ნოღაიდელი

April 6, 2026
“ლაჩარი სააკაშვილი, რომელიც 2008-ში მიწაზე ფორთხავდა, შენიშვნებს მე ვერ მომცემს, ვერ! ვერც მოღალატეს დამიძახებს!” – ზურაბ ნოღაიდელი

ლაჩარი სააკაშვილი, რომელმაც საქართველო ამ მდგომარეობაში ჩააყენა, რომელიც ფორთხავდა მიწაზე 2008-ში, შენიშვნებს მე ვერ მომცემს, ვერ და ვერც მოღალატეს დამიძახებს! – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა ჟურნალისტებთან სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე ჩვენება მისცა. სწორედ აღნიშნულ სხდომაზე დაუპირისპირდნენ სააკაშვილი და ნოღაიდელი ერთმანეთს. მას ყოფილმა პრეზიდენტმა 2009 წელს, რუსეთში პუტინთან შეხვედრის თაობაზე დაუსვა კითხვები და მოღალატე უწოდა.

ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რა ჰქონდა მას პუტინთან სალაპარაკო, ნოღაიდელმა უპასუხა, რომ “საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობები”.

„საქართველოს და რუსეთს შორის ურთიერთობაზე. ეს ასჯერ გაქვთ მოსმენილი“, – განაცხადა ნოღაიდელმა.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ სწორედ ეს შეაფასა სააკაშვილმა ღალატად, ყოფილმა პრემიერმა განაცხადა, რომ რასაც მასზე ფიქრობდა, სხდომათა დარბაზში უთხრა.

„სააკაშვილზე არ მათქმევინოთ, რასაც ვფიქრობ. რასაც ვფიქრობ, ვუთხარი სხდომათა დარბაზში. ლაჩარი სააკაშვილი, რომელმაც საქართველო ამ მდგომარეობაში ჩააყენა, რომელიც ფორთხავდა მიწაზე 2008-ში, შენიშვნებს მე ვერ მომცემს, ვერ და ვერც მოღალატეს ვერ დამიძახებს”,- განაცხადა ნოღაიდელმა.

მას ჟურნალისტი ჩაეკითხა, „რატომ იყო ეს ფორთხვა, თუკი თავდასხმის დროს ის დაცვის სამსახურმა დაიცვა“. ჟურნალისტის თქმით, რასაც ნოღაიდელი ამბობდა, „რუსული პროპაგანდა“ იყო.

„არ უნდა ეფორთხა. არ არის ეს რუსული პროპაგანდა, ეს ჩემი პროპაგანდაა, დაიცვა არა ის. არ უნდა იფორთხო. მთავარსარდალი უნდა დაიცვან ოღონდ, ღირსეული მთავარსარდალი. ღირსეული არ იყო“, – განაცხადა ყოფილმა პრემიერმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, სააკაშვილზე მაშინაც ასე ფიქრობდა თუ არა, მან ასე უპასუხა:

„2008-ში აღარ იყო ღირსეული, მანამდეც ბევრი პრობლემა ჰქონდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში“.., – განაცხადა ნოღაიდელმა.

ჩაკითხვაზე, ომის შემდეგ პუტინთან რატომ წავიდა შეხვედრაზე, ყოფილმა პრემიერმა განაცხადა, რომ „ეს არ არის მთავარი საკითხი დღეს“.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ ქართველი ხალხი პუტინთან შეხვედრას ღალატად აღიქვამს, მან უპასუხა, რომ „არ აღიქვამს“.

კითხვაზე, დღესაც თვლის თუ არა, რომ რუსეთთან ურთიერთობა უნდა დალაგდეს, ნოღაიდელმა დადებითი პასუხი გასცა.

„აუცილებლად უნდა დალაგდეს…. ვისი წყალობითაც დალაგდება, იმის წყალობით დალაგდება. თქვენი აზრი არაა საინტერესო, გგონიათ საზოგადოებას წარმოადგენთ?“ – მიმართა ნოღაიდელმა ჟურნალისტს.

მან რუსეთში ვიზიტებზე დღევანდელ სასამართლო პროცესზეც ისაუბრა. ადვოკატის ჩაკითხვის შემდეგ ნოღაიდელმა დააზუსტა, რომ პუტინს 4-5-ჯერ შეხვდა.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი სასამართლო პროცესზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

სხდომაზე, სადაც ჩვენებას ზურაბ ნოღაიდელი აძლევდა, სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც სააკაშვილმა მოწმეს კითხვებით მიმართა და მოღალატე უწოდა. სიტუაცია ისე დაიძაბა, რომ ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტისა და ნოღაიდელის გაშველება მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებსა და მხარეებს მოუწიათ. ორივე მათგანი ერთმანეთისკენ “გაიწია”. ასევე, ნოღაიდელმა სააკაშვილს რამდენჯერმე მიმართა: “დაეგდე მანდ!”

შეგახსენებთ იმასაც, რომ სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღნიშნულ საქმეში სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მდინარაძის ქონებრივი დეკლარაცია საჯაროდ აღარ იძებნება
  • მამუკა მდინარაძის ქონებრივი დეკლარაცია საჯაროდ აღარ იძებნება – წაშლილია მისი ძველი დეკლარაციებიც 2017 წლიდან, როდესაც ის პარლამენტის წევრი იყო
  • გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge