Monday, April 6, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ალიევი ივანიშვილს ფულს უხდის, რომ მისთვის არასასურველი ხალხი მოაშოროს” – აფგან მუხთარლი

April 6, 2026
“ალიევი ივანიშვილს ფულს უხდის, რომ მისთვის არასასურველი ხალხი მოაშოროს” – აფგან მუხთარლი

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი აცხადებს, რომ მის კოლეგას აფგან სადიგოვს, რომელიც საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოდან გააძევეს, ბაქოში „სიკვდილი ელოდება“.

როგორც მუხთარლიმ “ტვ პირველისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცება თბილისში ილჰამ ალიევის ვიზიტს უკავშირდება.

მისივე განცხადებით, სადიგოვის ქვეყნიდან გაძევება და წლების წინ მისი თბილისიდან გატაცებაც, სწორედ აზერბაიჯანის პრეზიდენტის მოთხოვნით მოხდა.

“საქართველოს მთავრობა ალიევს ყველა სურვილს უსრულებს”- განაცხადა ჟურნალისტმა.

“მე მინდა, ვიმედოვნო, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქრება, თუმცა ასეთი რისკები რეალურია და ეს საფრთხე არსებობს. ვიდრე სადიგოვი საქართველოში იყო, ის ჟურნალისტურ საქმიანობა ეწეოდა, მას მუდმივად სდევნიდა აზერბაიჯანის ხელუსფლება, იღებდა მუქარებს, მათ შორის სიცოცხლის მოსპობის.

სადიგოვი მუდმივად იყო საფრთხის ქვეშ, რადგან ის იყო ალიევის რეჟიმის კრიტიკის ავტორი. ორჯერ იყო დაკავებული, ორჯერ პოლიტპატიმარი, შესაბამისად, მისთვის საფრთხეები დიდია.

…ვფიქრობ, სადიგოვის სასწრაფო დეპორტაცია აზერბაიჯანში, სწორედ ალიევის ვიზიტს უკავშირდება, რომ ვიდრე ალიევი ჩამოვიდოდა, ეს თემა დაეხურათ, რადგან ალიევი თუ თბილისში იქნებოდა, სადიგოვს აუცილებლად ექნებოდა პროტესტი, ან აქცია და მთელი ეს პროცესი მათ თავიდან აირიდეს. ეს ალიევის სიმშვიდისთვის გააკეთეს.

სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება ილჰამ ალიევის ნებისმიერ მოთხოვნას ასრულებს. საქართველო ახლა რუსეთთან და ბელორუსთან ერთად, არის არა უსაფრთხო ქვეყანების ჩამონათვალში, სადაც ჩვენ არ შეგვიძლია ყოფნა.

ჩვენ ვიცით, რომ საქართველო დამოკიდებულია აზერბაიჯანზე, ეს არის ბუნებრივი აირი, ნავთობი და ბენზინი, ეს არის პირველ რიგში და მეორე, ალიევს აქვს ძალიან ბევრი ფული, რომელიც ეკუთვნის აზერბაიჯანელ ხალხს, ამ ფულით საქართველოში სხვადასხვა ბიზნესების დაწყება ხდება. ვფიქრობ, ალიევი ივანიშვილს უხდის ძალიან დიდი ფულს იმისთვის, მისი მოთხოვნების შესრულება მოხდეს, – განაცხადა მუხთარლიმ.

მისი თქმით, მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ მის გატაცებაში ჩინოვნიკებს ფული გადაუხადეს – “აზერბაიჯანელმა ჩინოვნიკებმა მითხრეს, რომ შენს გატაცებაში, ჩვენ დიდი ფული გადავიხადეთო”.

აფგან მუხთარლიმ, რომელსაც აზერბაიჯანში ხელისუფლების კრიტიკის გამო დევნიდნენ, საქართველოს თავი 2015 წელს ცოლთან ერთად შეაფარა. მუხთარლი და ლეილა მუსტაფაევა საქართველოში 2 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ მანამდე, სანამ 2017 წლის 29 მაისს სახლიდან გასულ აფგან მუხთარლის თბილისის ცენტრიდან მოიტაცებდნენ. გატაცებიდან მეორე დღეს ის ბაქოში დაკავებული აღმოჩნდა, ისე, რომ მას პასპორტი სახლში ჰქონდა დატოვებული.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მამუკა მდინარაძის ქონებრივი დეკლარაცია საჯაროდ აღარ იძებნება – წაშლილია მისი ძველი დეკლარაციებიც 2017 წლიდან, როდესაც ის პარლამენტის წევრი იყო
  • გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
  • ქუთაისში, მწვანეყვავილას ქუჩაზე კლდის ფერდი კვლავ ჩამოიშალა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge