Monday, April 6, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“არავითარი მოლაპარაკების საფუძველზე არ მომხდარა, ეს მოხდა ქართული კანონმდებლობის საფუძველზე” – თენგიზ შარმანაშვილი აფგან სადიგოვის გაძევებაზე

April 6, 2026
“არავითარი მოლაპარაკების საფუძველზე არ მომხდარა, ეს მოხდა ქართული კანონმდებლობის საფუძველზე” – თენგიზ შარმანაშვილი აფგან სადიგოვის გაძევებაზე

[აფგან სადიგოვის გაძევება] არავითარი მოლაპარაკების საფუძველზე არ მომხდარა, ეს მოხდა ქართული კანონმდებლობის საფუძველზე – თუ სტრასბურგის სასამართლოს რამე კითხვები ექნება, საქართველოს სახელმწიფო სტრასბურგის სასამართლოსთან გაარკვევს ამ ურთიერთობას, – ამის შესახებ თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის ქვეყნიდან გაძევებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ადმინისტრაციული სამართალწარმოების დროს, თუ პირს ჩადენილი აქვს გადაცდომა, საქართველოს სახელმწიფო უფლებამოსილია გააძევოს პირი და გარკვეული ვადის განმავლობაში აუკრძალოს ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსვლა.

„[აფგან სადიგოვის გაძევება] არავითარი მოლაპარაკების საფუძველზე არ მომხდარა, ეს მოხდა ქართული კანონმდებლობის საფუძველზე. ადმინისტრაციული სამართალწარმოების დროს, თუ პირს ჩადენილი აქვს გადაცდომა, საქართველოს სახელმწიფო უფლებამოსილია გააძევოს პირი და გარკვეული ვადის განმავლობაში აუკრძალოს ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსვლა. ის არ არის არც პირველი და არც ბოლო ვინც ამ სახდელს იხდის.

თუ სტრასბურგის სასამართლოს რამე კითხვები ექნება, საქართველოს სახელმწიფო სტრასბურგის სასამართლოსთან გაარკვევს ამ ურთიერთობას”, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

კითხვაზე იყო თუ არა აზერბაიჯანის ხელისუფლება ინფორმირებული სადიგოვის გაძევებასთან დაკავშირებით, შარმანაშვილმა აღნიშნა, რომ „ქვეყნიდან გაძევება არ ხდება სხვა სახელმწიფოს ინფორმირების საფუძველზე“.

„ქვეყნიდან გაძევება არ ხდება სხვა სახელმწიფოს ინფორმირების საფუძველზე. ქვეყნიდან გაძევება ხდება ქართული კანონმდებლობის საფუძველზე იმ ქვეყანაში, რომელი ქვეყნიდანაც შემოვიდა პირი საქართველოში. ეს არის ჩვეულებრივი პროცედურა, რომელიც განხორციელდა“, – განაცხადა შარმანაშვილმა.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი ადმინისტრაციული წესით დააკავა. შსს-ს ცნობით, ის სოციალურ ქსელში პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფისთვის იქნა დაკავებული. სახდელის სახით მას შეეფარდა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, საქართველოდან გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა 3 წლის ვადით.

როგორც შსს განმარტავს, ქართული მხარისთვის, რამდენიმე დღის წინ, ოფიციალური წყაროებით ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანის პროკურატურამ საქმეზე, რომელზეც სტრასბურგის სასამართლოს გაცემული ჰქონდა დროებითი ღონისძიება, სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა, შესაბამისად, საქართველოშიც შეწყვეტილია ყოველგვარი საექსტრადიციო პროცედურები, თუმცა შსს დასძენს, რომ სადიგოვის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, სახდელის სახით, ჯარიმასთან ერთად, ითვალისწინებს საქართველოდან გაძევებას და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვას, შესაბამისად, აფგან სადიგოვი გაძევებულ იქნა თავის წარმოშობის ქვეყანაში და მას დაუწესდა საქართველოში შემოსვლის სამწლიანი აკრძალვა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ილჰამ ალიევი ბიძინა ივანიშვილს შეხვდება
  • რუსთაველის გამზირზე 9 აპრილის მოვლენებისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება – 8 აპრილს მოქალაქეები მემორიალთან ღამეს გაათენებენ
  • “მიტინგის დარბევა მოხდა სპეცსაშუალებებით – მთავრობის სხდომის შეწყვეტა მოგვიწია, იმის დადგენა მომიწია, თუ რა სპეცსაშუალებები იყო გამოყენებული” – ზურაბ ნოღაიდელი 7 ნოემბრის საქმეზე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge