Saturday, April 4, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

კერძო უნივერსიტეტებში სწავლა ძვირდება

April 4, 2026
კერძო უნივერსიტეტებში სწავლა ძვირდება

კერძო უნივერსიტეტების ნაწილში რიგ მიმართულებებზე სწავლის საფასური იზრდება – ამის შესახებ BM.GE 2026 წლის აბიტურიენტების საინფორმაციო ცნობარზე დაყრდნობით წერს. 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დოკუმენტი გუშინ გამოაქვეყნა. ცნობარში მოცემულია ინფორმაცია ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებული სიახლეებისა და  საგამოცდო პროცესის შესახებ, უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი და სწავლის საფასური.

“შავი ზღვის უნივერსიტეტში ამერიკისმცოდნეობის წლიური საფასური გასულ წელთან შედარებით 600 ლარით გაიზარდა და 2590 ლარის ნაცვლად 3190 ლარი გახდა.
ალტე უნივერსიტეტში მედიცინის სწავლის ღირებულება 3500 ლარიდან 3950 ლარამდეა გაზრდილი.
საქართველოს უნივერსიტეტში არქიტექტურის სწავლის წლიური საფასური 800 ლარით გაიზარდა და 4200 ლარის ნაცვლად 5000 ლარი იქნება, სამართალმცოდნეობის ახალი საფასური ასევე 5000 ლარია და 1500 ლარით არის გაძვირებული წინა წელთან შედარებით.
კავკასიის უნივერსიტეტში რიგ მიმართულებებზე 400-1000 ლარიანი მატებაა – სამართლის მიმართულებაზე წლიური საფასური 7590 ლარიდან 7990 ლარამდე გაიზარდა, ევროპისმცოდნეობის, სოციოლოგიის, ტურიზმის და ინგლისური ფილოლოგიის მიმართულებაზე საფასური 4590 ლარის ნაცვლად 4990 ლარი გახდა, 1000 ლარით, 4990-დან 5990 ლარამდე გაიზარდა ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლის საფასური.
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში საჯარო მმართველობაზე სწავლის ღირებულება 2500 ლარიდან 2750 ლარამდე არის გაზრდილი.” – ნათქვამია მასალაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რა ღირს 1 გრამი ოქრო – ახალი მონაცემები
  • ვაზისუბანში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ერთი პირი დაჭრეს
  • მეუფე შიო არ არის კათოლიკოს პატრიარქის ანდერძი – მეუფე ზენონი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge