შალვა პაპუაშვილი მოლდოვის საპარლამენტო დელეგაციას, საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელ ბოგდატ ცირდიასა და ჯგუფის წევრებს შეხვდა.
დელეგაციის წევრები წარმოადგენენ მოლდოვის პარლამენტის სამ ოპოზიციურ ფრაქცია, სოციალისტებს, „ალტერნატივის“ ფრაქციასა და საპარლამენტო ფრაქციას „დემოკრატია შინ“.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კომპლექსურ გეოპოლიტიკურ რეალობაში მნიშვნელოვანია საქართველოსა და მოლდოვას შორის დიალოგი და ურთიერთმხარდაჭერა.
მოლდოვურმა მხარემ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება ტურბულენტურ და დაძაბულ საერთაშორისო ვითარებაში, წლების განმავლობაში, ახორციელებს პოლიტიკას, რომელიც ქვეყნის ეროვნული ინტერესებისა და ღირებულებების დაცვისკენაა მიმართული.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს ხალხთაშორისი კონტაქტების განვითარების მნიშვნელობას, მათ შორის, ტურიზმის სექტორში, რასაც ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენებიც უწყობს ხელს.
შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა პარლამენტის საკანონმდებლო საქმიანობასა და მიღწეულ შედეგებზე. მან მოლდოვურ მხარესთან დიალოგის გაგრძელების მზაობა დაადასტურა.
შეხვედრაში, აგრეთვე, მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარლამენტში მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა ისკო დასენმა.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
