უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა მზად არის, საზღვაო ექსპერტიზა გაუზიაროს პარტნიორებს, რომელთაც ჰორმუზის სრუტის გახსნა სურთ.
„უკრაინას აქვს შესაბამისი ექსპერტიზა საზღვაო გზებთან, საზღვაო მიმოსვლის დაცვასთან და ხელახლა გახსნასთან დაკავშირებით. პარტნიორები მზად თუ იქნებიან მოქმედებისთვის, ჩვენ განვიხილავთ, როგორ შეგვიძლია, ისინი გავაძლიეროთ, როგორ შეგვიძლია, გამოვიყენოთ ჩვენი ექსპერტიზა, ცოდნა და ტექნოლოგიური პოტენციალი“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგა, ევროპელებთან და სხვა პარტნიორებთან ერთად, ვირტუალურ შეხვედრაში მონაწილეობდა, სადაც განიხილეს ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებული ვითარება და ნავიგაციის თავისუფლების პრობლემები.
