Thursday, June 11, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მზია ამაღლობელს ვადამდე გათავისუფლებაზე უარი უთხრეს

April 3, 2026
მზია ამაღლობელს ვადამდე გათავისუფლებაზე უარი უთხრეს

გამოცემების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს ვადამდე გათავისუფლებაზე უარი უთხრეს — შესაბამისი გადაწყვეტილება ე.წ. უდოს კომისიამ მიიღო.

როგორც ირკვევა, კომისიამ დაასკვნა, რომ ამაღლობელის ვადამდე გათავისუფლება მიზანშეწონილი არ არის, რადგან, მათივე შეფასებით, ის დღემდე არ ნანობს მის მიერ ჩადენილ ქმედებას.

უდოს კომისიას შუამდგომლობით რუსთავის ქალთა პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციამ მიმართა, რასაც თან ერთვოდა პატიმრის დადებითი დახასიათებაც. მიუხედავად ამისა, კომისიამ უარი განაცხადა.

“პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციიდან მოწოდებული მასალების თანახმად, მზია ამაღლობელი დღემდე არ ნანობს მის მიერ ჩადენილ ქმედებას – ანუ კვლავ დემონსტრაციულად რჩება იმ აზრზე, რომ მისი ქმედება არ წარმოადგენს დანაშაულს.

ასევე იგი სხვადასხვა მიზეზის მოშველიებით არ ერთვება ადმინისტრაციის მხრიდან მისთვის შეთავაზებულ სოციალურ პროგრამებში, რაც პირდაპირპროპორციულად არის დაკავშირებული მსჯავრდებულის რესოციალიზაციის პროცესთან.

ამ კრიტერიუმზე მსჯელობისას საბჭომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია სწორედ იმ გარემოებას, რომ დღეის მდგომარეობით, სასჯელის მოხდილმა ნაწილმა არანაირი გავლენა არ მოახდინა მზია ამაღლობელის რესოციალიზაციის პროცესზე,“ – წერია პენიტენციური სამსახურის ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განხილვის ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებაში.

მზია ამაღლობელი ერთი წელი და სამი თვეა პატიმრობაში იმყოფება. მას ორი წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მიმართ სილის გაწვნის ფაქტზე.

მოქმედი კანონმდებლობით, ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულს ვადამდე გათავისუფლება შეუძლია სასჯელის ნახევრის მოხდის შემდეგ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას სპეციალური კომისია იღებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ვიზალიბერალიზაციის თემა საერთოდ აზრს კარგავს, თუკი ქვეყანა მოისპო და განადგურდა” – გია ვოლსკი
  • “მე ვიცნობ ბატონ ბიძინა ივანიშვილს და ვიცი, ის არ ეტყოდა დამიცავი და ბრიფინგი ჩაატარეო…” – კახა კახიშვილი ირაკლი კობახიძის ბრიფინგზე
  • “ხომ შეიძლება ერთხელ მაინც აიღოს პასუხისმგებლობა ვინმემ? მადლიანი ღრუბელი კარგა ხანია გაფანტულია საქართველოს ცაზე…” – რას წერს ნიკო კვარაცხელიას დედა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge