სლოვაკეთის პრეზიდენტმა, პეტერ პელეგრინიმ მიხეილ ყაველაშვილს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა. ინფორმაციას ყაველაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
იგი ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთში გუშინ ჩავიდა. ყაველაშვილი შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს, პეტერ პელეგრინს, რის შემდეგაც პირველმა პირებმა მედიისთვის ერთობლივი განცხადება გააკეთეს.
ყაველაშვილმა შეხვედრები ასევე გამართა სლოვაკეთის ვიცე-პრემიერ დენისა საკოვასა და სხვა ოფიციალურ პირებთან.
მიხეილ ყაველაშვილი სლოვაკეთში საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ნიკოლოზ სამხარაძესთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, გიორგი ზურაბაშვილთან, სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, კონსტანტინე ქვაჩაკიძესა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფება.
