Thursday, April 2, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“მოვითხოვთ მფარველების გამოაშკარავებას და სტეფანიანებთან ერთად დასჯას” – გარდაცვლილი გიორგი ტუხაშვილის ოჯახის წევრი გენერალურ პროკურორს მიმართავს

April 2, 2026
“მოვითხოვთ მფარველების გამოაშკარავებას და სტეფანიანებთან ერთად დასჯას” – გარდაცვლილი გიორგი ტუხაშვილის ოჯახის წევრი გენერალურ პროკურორს მიმართავს

“მოვითხოვთ მფარველების გამოაშკარავებას და სტეფანიანებთან ერთად დასჯას” – წერს გარდაცვლილი გიორგი ტუხაშვილის ოჯახის წევრი და გენერალურ პროკურორს მიმართავს.

“‼️‼️‼️მეგობრებო, გთხოვთ გააზიარეთ, რათა პოსტი ნახოს მთელმა საქართველომ, თუ რატომ არ ისჯებიან სტეფანიანები, რომლებმაც დააობლეს 4 მცირეწლოვანი‼️‼️‼️

მოვითხოვ გენერალური პროკურორის გიორგი გვარაკიძის ჩართულობას, რადგან 2 წელიწადზე მეტია შსს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველო, სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურა და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო გულგრილად და უპასუხისმგებლოდ ეკიდებიან გიორგი ტუხაშვილის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ფაქტს‼️‼️‼️

სრული სურათი ხელისგულზე დევს და გამოძიების ოფიციალური შედეგის დღემდე არარსებობა მხოლოდ ხელოვნური ჩარევით თუ აიხსნება.
2024 წლის 19 იანვარს, ბაკურიანში, კრისტალის უკანონო სასრიალო ტრასაზე, 35 წლის გიორგი ტუხაშვილი (4 შვილის მამა) მოკლა ძმების – სანდრო და საბა ვლადიმერის ძე სტეფანიანების უპასუხისმგებლო საქციელმა (მამა ვლადიმერ სტეფანიანი „ჰოტელს მენეჯმენტ გრუპ“-ის 100% იანი წილის მფლობელია).

სწორედ ეს ორი ადამიანი, არაეკიპირებულები, თოვლმავალი ბურანით შევიდნენ სასრიალო ტრასის საპირისპირო მიმართულებით, როდესაც საბაგირო ფუნქციონირებდა და მოთხილამურეები სრიალებდნენ.
სტეფანიანები ‼️‼️უსაფრთხოების ყ ვ ე ლ ა წ ე ს ი ს დ ა რ ღ ვ ე ვ ი თ ‼️‼️იყვნენ იქ სადაც არ უნდა ყოფილიყვნენ ფეხით მოსიარულეები.
სწორედ მათი ტრასაზე ყოფნის გამო შეცვლილ ტრაექტორიას შეეწირა გიორგი – მინიმუმამდე შეამცირა სხვისი ზიანი, თავად კი სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო.

საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
არსებობს დანაშაულის ამსახველი ვიდეო მასალა და ყველა მტკიცებულება იმისთვის რომ დამნაშავეები პასუხისგებაში მიეცენ, თუმცა ამ დრომდე დამნაშავეები არ დასჯილან. მეტიც, ბრალიც კი არ აქვთ წარდგენილი. ‼️‼️‼️
🛑როგორ ახერხებენ სტეფანიანები პასუხისმგებლობიდან თავის დაძვრენას?
🛑რატომ და ვინ მფარველობს მათ დანაშაულს?
🛑მოვითხოვთ მფარველების გამოაშკარავებას და სტეფანიანებთან ერთად დასჯას‼️‼️‼️‼️” – წერს გარდაცვლილი გიორგი ტუხაშვილის ოჯახის წევრი და გენერალურ პროკურორს მიმართავს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მარნეულში დაჭრილი ახალგაზრდა კაცი კლინიკაში გარდაიცვალა
  • “არამდგრადი ამინდის პირობების მხრივ გაზაფხული რეალურად ახლა იწყება” – მეტეოროლოგი მოსახლეობას აფრთხილებს
  • ისრაელ კაცი განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge