პირველი აპრილის შემდეგ ნავთობის ფასები გაიზარდა. ბრენტის მარკის ბარელი ნავთობის ფასმა 6.6 პროცენტით მოიმატა და 108 დოლარი ღირს. ამერიკული „ვითიაი“ ნავთობის ფასი 6.3 პროცენტით გაიზარდა და ბარელზე თითქმის 106.4 დოლარი შეადგინა. კვირის დასაწყისში მოგების შემდეგ, საფონდო ბირჟები ისევ დაეცა.
სამხრეთ კორეის „კოსპის“ ინდექსი 4.5 პროცენტით დაეცა. ევროპაში ძირითადი ინდექსები წითელ ნიშნულზე იყო და აშშ-ის ფიუჩერსებიც გახსნის შემცირებაზე მიუთითებს.
„დოიჩე ბანკის“ ანალიტიკოსების ჩანაწერში ნათქვამია, რომ ბაზრის განწყობა „ღამის განმავლობაში გაუარესდა“ ტრამპის მიმართვის შემდეგ, რომელშიც ნათლად არ იყო მოცემული ირანის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დასრულების პოტენციური ვადები ან პირობები.
„არ არსებობდა არანაირი ნიშანი იმისა, რომ აშშ ომიდან დაუყოვნებლივ გამოსვლას ცდილობდა“, – დასძინეს მათ.
