Thursday, April 2, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ეს არ არის დასასრული” – ოპოზიციაში შვეიცარიის მიერ “ოცნებისთვის” უვიზო მიმოსვლის შეჩერებას ეხმაურებიან

April 2, 2026
“ეს არ არის დასასრული” – ოპოზიციაში შვეიცარიის მიერ “ოცნებისთვის” უვიზო მიმოსვლის შეჩერებას ეხმაურებიან

შვეიცარიის გადაწყვეტილებას, საქართველოს დიპლომატიური, ოფიციალური ან სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ, ოპოზიციის წარმომადგენლები ეხმაურებიან.

კოალიცია “ცვლილებისთვის” წევრის, გიორგი ბუტიკაშვილის განცხადებით, ერთი შეხედვით შეიძლება აღნიშნული გადაწყვეტილება ივანიშვილის გუნდისთვის “მძიმე ყულფი” არ იყოს, თუმცა “ოცნებას” ურთულდება ევროპაში გადაადგილება, ვიზიტები, დიპლომატიური, სამსახურებრივი პასპორტებით, რაც მათთვის სტატუსის ტოლფასი იყო.

“ევროკომისიის გადაწყვეტილება “ქართულ ოცნებასთან” მიმართებაში ნელ-ნელა აღსრულებაში მოდის და ეს აღსრულება უკვე გადამდები არის. ერთი შეხედვით შეიძლება ეს “ოცნებისთვის” არ იყოს მძიმე ყულფი, თუმცა “ქართულ ოცნებას” ურთულდება ევროპაში გადაადგილება, ვიზიტები, დიპლომატიური, სამსახურებრივი პასპორტებით, რაც მათთვის სტატუსის ტოლფასი იყო.

ცხადია, “ქართული ოცნება” კვლავაც შეძლებს ჩვეულებრივი პასპორტებით მოძრაობას, მაგრამ ესეც არის სანქციის თავიდან არიდება რეალურად,” – განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა.

მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, თეონა აქუბარდია აღნიშნავს, რომ შვეიცარიის გადაწყვეტილებით ჩანს, რომ “ქართული ოცნება” ამ საზოგადოებაში მიუღებელია.

“მაშინ, როდესაც პირველებმა უვიზო მიმოსვლა მიიღეს ამ კატეგორიის საჯარო მოხელეებმა, დღეს უკვე ამ კატეგორიის დაკარგვა აჩვენებს კიდევ ერთხელ იმას, რომ ისინი არ არიან მიღებულები ამ საზოგადოებაში მთელი ამ გამოწვევებიდან გამომდინარე და კიდევ ერთი, შეჩერებული შეთანხმებები შვეიცარიის მხრიდან საქართველოსთან ვიზების რეგულაციებთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ დიპლომატიური/სამსახურეობრივი პასპორტის მფლობელი ვერ ისარგებლებს საქართველოს მოქალაქის პასპორტით უვიზოდ, თუ ის საქმიანი ვიზიტით მიდის და ამ შემთხვევაში ამას მწვავე რეაგირება მოჰყვება შვეიცარიის მხრიდან. ვიზების გაცემის ვადები იქნება კიდევ უფრო გართულებული,” – აღნიშნა თეონა აქუბარდიამ.

“ხალხის პარტიის” ლიდერის, ანა დოლიძის თქმით, “ეს არის დიაგნოზი იმ პრობლემისა, რომელიც შექმნა “ქართულმა ოცნებამ”.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ მისი აზრით, ეს დასასრული არ არის და “ოცნების” წინააღმდეგ დამატებითი ზომები კიდევ მზადდება.

“არ შეიძლება გაგიხარდეს, რომ საქართველოს სახელმწიფო მოხელეების ნაწილს ახლა შვეიცარიაშიც გაუჭირდება შესვლა, მაგრამ ეს არის დიაგნოზი იმ პრობლემისა, რომელიც შექმნა “ქართულმა ოცნებამ”. შვეიცარიაც ადასტურებს ახლა, მთელ ევროკავშირთან ერთად, რომ “ოცნების” კურსი არის დამღუპველი კურსი საქართველოსთვის და ის ამ კურსს არ ეთანხმება. აი ამ პოლიტიკის შედეგია შვეიცარიის ახლანდელი გადაწყვეტილება. ეს არ არის დასასრული, დარწმუნებული ვარ, კიდევ მეტი ზომები მზადდება,” – თქვა ანა დოლიძემ.

პოლიტიკოსი საბა ბუაძე აცხადებს, რომ შვეიცარიის გადაწყვეტილება კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ “ქართული ოცნება” ჯერჯერობით ვერ ახერხებს ამ საკმაოდ არაკომფორტული იზოლაციის გარღვევას”.

“ის, რომ სავიზო შეზღუდვები და სხვა ტიპის შეფერხებები იზრდება და სია კიდევ უფრო მეტად გრძელდება, არის ერთადერთი რამის დადასტურება, რომ “ქართული ოცნება” ჯერჯერობით ვერ ახერხებს ამ საკმაოდ არაკომფორტული იზოლაციის გარღვევას და ამ იზოლაციას ახლა დაემატა შვეიცარია, რომელმაც სხვა ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოების მსგავსად დააწესა შეზღუდვები “ქართული ოცნების” წარმომადგენლებისათვის,” – ამბობს საბა ბუაძე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მინიმალური ხელფასის შემსწავლელი კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის
  • გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების რეალიზაციის ადგილების კონტროლს იწყებს
  • “შინაური ცხოველების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის წინააღმდეგ კამპანია არ ეფუძნება რეალურ ფაქტებს” – დავით სონღულაშვილი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge