ტეხასის სკოლაში გუშინ მომხდარ სროლას, რომელმაც 19 ბავშვი და 2 მასწავლებელი იმსხვერპლა, რეალითი შოუს ვარსკვლავი, კიმ კარდაშიანი გამოეხმაურა და ამერიკის პოლიტიკოსებს მიმართა:
„ხუთი წლის წინ, დავწერე ესსე იარაღის კონტროლის შესახებ, არაღით ძალადობის ცნობიერების ამაღლების ეროვნული დღის გამო. ამ ესეში დავსვი კითხვა – უფრო მნიშვნელოვანია დაიცვათ ეს კანონი ვიდრე დაიცვათ ჩვენი შვილები? გუშინ 18 წლის ბიჭმა 19 ბავში მოკლა. გული მტკივა, შეშფოძთებული ვარ და გული მერევა ჩვენს მთავრობაზე, რადგან ისინი ჩვენი შვილების დასაცავად ძალიან ცოტას აკეთებენ.
არავითარი გამართლება გუშინდელ ფაქტს არ აქვს. ჩვენს ქვეყანაში მოქმედი კანონები იარაღისგან ჩვენს შვილებს არ იცავენ. ჩვენ უნდა ვუბიძგოთ მთავრობას შემოიღონ ისეთი კანონები, რომლებიც დღევანდელ რეალობას მოერგება.
ნახევრად ავტომატური იარაღი, თავდასხმის იარაღი, იარაღი რომელიც ომში გამოიყენება არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი ამერიკელი მოქალაქისთვის და არ უნდა იყიდებოდეს.
AR-15-ს სტილის ნახევრად ავტომატური იარაღი გამოიყენებოდა ნიუთაუნში, პარკლენდში, სან ბერნარდინოში, ორლანდოში, პარკლენდიში, ბუფალოში 10 დღის წინ მომხდარ სროლაში და გუშინ ტეხასში. აღნიშნული იარაღი არ არის საკუთარი თავის თავდაცვის ინსტრუმენტი. ეს არის დახვეწილი იარაღი, რომელიც შექმნილია მოსაკლავად. თქვენ არ უნდა აძლევდეთ ხალხს საშუალებას იმოქმედონ იმ კანონის ფარგლებში, რომელიც მანამ ჩამოყალიბდა სანამ შეიქმნებოდა თანამედროვე სამყარო.
ცეცხლსასროლი იარაღის შესაძენად დაშვებული ასაკი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. მსროლელები ტეხასში, ბუფალოში პარკლენდში – ისინი 21 წლამდე ასაკის იყვნენ. თინეიჯერები. ადამიანს, რომელსაც ასაკის გამო ლეგალურად ალკოჰოლური სასმლის შეძენა არ შეუძლია იარაღის ყიდვა არ უნდა შეეძლოს. არ არსებობს სამყარო, სადაც 18 წლის ბავშვს ნახევარად ავტომატური იარაღი ან ნებისმიერი სახის იარაღი სჭირდება და არ არსებობს სამყარო, სადაც ამ კანონის ფარგლებში ისტორია ტრაგიკულად არ დასრულდება. ამ ყველაფრის წერისას არ მჯერა, რომ ის რაც ხდება ვინმეს შეიძლება ნორმალური ეგონოს.
ეჭვგარეშეა, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობა, რასიზმი, სიძულვილი ამ სროლებში როლს თამაშობს. მშობლებს და მასწავლებლებს ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ, რომ დაეხმარონ მოზარდებს ამ პრობლემების გადასალახავად. ერთადერთი რამ რისი გაკეთებაც მთავრობას შეუძლია არის იარაღზე ხელმისაწვდომობის გართულება. რა თქმა უნდა არსებობენ 21 წლის ზემოთ მყოფი ადამიანები, რომლებიც ყიდულობენ იარაღს და სხვებს ვნებენ, მაგრამ ბოლო წლებში მასობრივი სროლების დამნაშავეები 21 წლამდე პირები იყვნენ. თუ იარაღის შეძენის დაშვებულ ასაკს ავწევთ და ავკრძალავთ ავტომატური იარაღების შეძენას უაზრო ტრაგედიების დიდ ნაწილს ავიცილებთ თავიდან და უამრავ ბავშვს გადავარჩენთ.
ჩვენ ვეღარ მივიღებთ ამას ჩვეულებრივად. თინეიჯერი, რომ ბავშვებს კლავს ეს არ არის ნორმალური. არ არის ნორმალური, რომ ჩვენი შვილები სკოლაში სიცოცხლისთვის იბრძვიან. არ არის ნორმალური, რომ შოპინგისას სროლა იწყება. მე ამაზე არ ვჩუმდები. მე ამაზე არასოდეს გავჩუმდები. ჩვენ ეს არ უნდა მივიღოთ.
კიდევ 5 წელი არ უნდა გავიდეს უმოქმედოდ. ჩვენ ვართ მშობლები, ჩვენ ვართ დედები, რომლებიც კანონის შეცვლას ითხოვენ.
წარმოიდგინეთ ბავშვები უყურებდნენ, როგორ იხოცებოდნენ მათ თვალწინ მათი თანატოლები. ეს ტრამვა მთელი ცხოვრება გაჰყვებათ. სიტყვებით ვერ გადმოვცემ ჩემს მწუხარებას ყველა იმ მშობლის მიმართ რომელთა ბავშვები გუშინ სახლში არ დაბრუნებულან.
ჩვენს ლიდერებს მოვუწოდებ: გვერდით გადადეთ პოლიტიკა და პირველ ადგილას ბავშვები დააყენეთ.“ – კიმ კარდაშიანი