Watchdog.md-ის დამფუძნებელი, მოლდოველი პოლიტიკური ანალიტიკოსის, ვალერიუ პაშას ცნობით, საქართველოს პარლამენტმა ქვეყანაში მოლდოვის საპარლამენტო დელეგაცია მოიწვია, რომელიც “პრორუსი სოციალისტებისგან” და “რუსი კონსერვატორებისგან” შედგება:
“სირცხვილი და სრული იმედგაცრუებაა, თუ როგორ გარდაიქმნა საქართველო რუსი ოლიგარქის, ივანიშვილის ავტორიტეტული მმართველობის პირობებში!
მოლდოვასთან ურთიერთობების იმიტაციის მიზნით, მათ საქართველოში მიიწვიეს რუსი კონსერვატორების დელეგაცია მოლდოვის პარლამენტიდან. მას ხელმძღვანელობს მოლდოვაში კრემლის ალბათ ყველაზე ტოქსიკური პროპაგანდისტი – ბოგდატ ცირდია. წევრების უმრავლესობა აშკარად პრორუსი სოციალისტები არიან, სხვები კი – კრემლის კონსერვატორები, რომლებიც თავს პროევროპულებად ასაღებენ კიშინიოვის აშკარად პროკრემლისტი მერისა და პოლიტიკური მეძ**ის, კოსტიუკის პარტიიდან” – წერს ვალერიუ პაშა სოციალურ ქსელში.
