პოპის ვარსკვლავი მადონა ტეხასის სკოლაში მომხდარ სროლას და 21 ადამიანის, მათ შორის 19 ბავშვის და 2 მასწავლებლის სიკვდილს გამოეხმაურა. ვარსკვლავმა მის ინსტაგრამზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც საკუთარი სიმღერის God Control-ის კლიპიდან ამონარიდი დაურთო.
„ვერც კი წარმოვიდგენ იმ გულისტკივილს, რომელსაც 19 გარდაცვლილი ბავშვის მშობლები განიცდიან.
ჩემი შვილები, რომ სკოლიდან არ დაბრუნებულიყო ალბათ ცოცხალი ვერ გადავრჩებოდი
როგორ არის შესაძლებელი, რომ 18 წლის ბიჭმა, რომელიც თავად ბავშვია, თავის დაბადების დღეზე შეიძინოს 2 იარაღი, შემოწმების გარეშე, უსაფრთხოების ტრენინგის გარეშე, კითხვების გარეშე?????
მსროლელმა გამოაქვეყნა უთვალავი გაფრთხილება IG-სა და facebook-ზე საკუთარი ბებიის და სკოლელების მოკვლის შესახებ ისაუბრა.
ვერავინ შენიშნა!! არავინ შეაჩერა.
Როგორ არის ეს შესაძლებელი?
NRA უარს ამბობს პოზიციის შეცვლაზე და კანონმდებლობა ვერ მიიღებს კანონპროექტს, ცეცხლსასროლი იარაღის უსაფრთხოების უფრო გამკაცრებაზე. იმისდა მიუხედავად, რომ ამერიკაში ცეცხლსასროლი იარაღით სიკვდილიანობა უფრო მეტი იყო, ვიდრე წელიწადის დღეები. Როგორ არის ეს შესაძლებელი???
ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი შვილები!!
ჩვენ უნდა შევამციროთ ცეცხლსასროლი იარაღის ხელმისაწვდომობა იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც შესაძლოა ზიანი მიაყენონ სხვებს და საკუთარ თავს.
ჩვენ დაჟინებით უნდა მოვითხოვოთ იარაღის მფლობელებისთვის სავალდებულო სწავლება, ისევე როგორც მოვითხოვთ ადამიანებისგან სწავლას და გამოცდის ჩაბარებას მართვის მოწმობის მისაღებად. მანქანა არის პოტენციური იარაღი, თუ სწორად არ გამოიყენება.
იარაღიც ასეა!!!
თუ ჩვენ ვერ შევცვლით კონსტიტუციას, უნდა ვევედროთ კანონმდებლებს, რომ ახლავე გადახედონ იარაღის რეფორმას!!
რა ტრაგიკულია, რომ ჩვენ უნდა ვევედრებოდეთ სახელმწიფოს დაიცვას ყველა ბავშვი და ადამიანი ბავშვის შენარჩუნებას ძალადობისგან
Როგორ არის ეს შესაძლებელი?
აღარანაირი სიტყვები, მხოლოდ მოქმედება! – წერს მადონა
[Elite_video_player id=”1″ youtubevideos=’KFiTHxq_Dng’]