Wednesday, April 1, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

კობახიძის განკარგულებით, საპატრიარქოს ახალაბასთუმანში სახელმწიფო მიწა 1 ლარად გადაეცა

April 1, 2026
კობახიძის განკარგულებით, საპატრიარქოს ახალაბასთუმანში სახელმწიფო მიწა 1 ლარად გადაეცა

საქართველოს საპატრიარქოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმანში 1489.00 კვ/მ მიწის ნაკვეთი მიწა 1 ლარად გადაეცა. განკარგულებას ნომრით 630, რომელიც 27 მარტით თარიღდება, ხელს ირაკლი კობახიძე აწერს.

მთავრობამ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება საპატრიარქოს პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადასცა.

“სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 და 31 პუნქტებისა და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის გაცვლისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წინაპირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 დეკემბრის №639 დადგენილებით დამტკიცებული წინაპირობების მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალაბასთუმანში მდებარე 1489.00 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №43.15.41.813), პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 ლარად, საკუთრებაში გადაეცეს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას.

2. ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობად განისაზღვროს საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 თვის ვადაში.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება”, – წერია განკარგულებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სურსათის ეროვნული სააგენტო მიუსაფარ ძაღლებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
  • დონალდ ტრამპი განცხადებას ავრცელებს
  • წყალი შეწყდება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge