Wednesday, April 1, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებას ავრცელებს

April 1, 2026
ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებას ავრცელებს

ლუცკში რუსების მიერ Shahed-ებით განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, ხანძრის ჩაქრობის სამუშაოები მიმდინარეობს. დარტყმები სამოქალაქო ობიექტებზე განხორციელდა – რუსებმა გაანადგურეს საკვების საწყობები და „ნოვა ფოსტას“ ტერმინალი. ასევე დაზიანდა საცხოვრებელი შენობა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, რუსეთი ღამით თავს დაესხა დნიპროს, ჟიტომირის, პოლტავას, ოდესის, ხარკოვის და ხმელნიცკის ოლქებსაც და უკრაინის წინააღმდეგ, საერთო ჯამში, 339 დრონი მათ შორის 200-მდე Shahed-ის ტიპის დრონი, გამოიყენა.

„დღეს საკმაოდ დატვირთული დიპლომატიური დღე იქნება – ბევრი კონტაქტი უკვე დაგეგმილია და ეს ღამის თავდასხმა, ფაქტობრივად, რუსეთის პასუხია დიპლომატიურ ძალისხმევაზე. ჩვენ მათ შევთავაზეთ ცეცხლის შეწყვეტა აღდგომისთვის – საპასუხოდ, „შაჰედებს“ ვიღებთ. ჩვენ ასევე შევთავაზეთ ცეცხლის შეწყვეტა კონკრეტულად ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით – რუსები ამას უგულებელყოფენ და კიდევ ერთხელ ცდილობენ ჩვენი ქვესადგურებისა და ტრანსფორმატორებზე დარტყმას. უკრაინა პარტნიორებთან ერთად მუშაობს სიცოცხლის დასაცავად ერთობლივი შესაძლებლობების გაფართოებაზე, მაშინ როცა რუსეთი აგრძელებს ევროპაში ომის გაჭიანურებას და ირანის რეჟიმთან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებით, ის ღიად ახდენს ინვესტირებას ახლო აღმოსავლეთსა და სპარსეთის ყურეში ომის გაღვივებაში.

რუსეთი გლობალური საფრთხეა და მის მიერ სიცოცხლისა და მშვიდობის უგულებელყოფა ხელს უშლის ნებისმიერ დიპლომატიას. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც მხარს უჭერს ჩვენს ძალისხმევას სიცოცხლის დასაცავად და ყველასი, ვინც უზრუნველყოფს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების აღსრულებას. რაც უფრო მაღალია რუსული დრონებისა და რაკეტების მოგერიების მაჩვენებელი და რაც უფრო მაღალია შეზღუდვების პროცენტული მაჩვენებელი რუსულ ნავთობზე, ვაჭრობასა და წარმოებაზე, მით უფრო მალე იქნება უზრუნველყოფილი უსაფრთხოება და დამყარდება მშვიდობა“, – წერს ზელენსკი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რუსეთის უნივერსიტეტებს სტუდენტების მინიმუმ 2%-მა უნდა გააფორმოს კონტრაქტი რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან
  • პარლამენტმა ავტომობილების განბაჟების საფასურის გაზრდის კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა
  • კობახიძის განკარგულებით, საპატრიარქოს ახალაბასთუმანში სახელმწიფო მიწა 1 ლარად გადაეცა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge