Wednesday, April 1, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“26 მაისის გამოყენება და 26 მაისის „ოცნების“ მხარდამჭერებად და მოწინააღმდეგეებად დაყოფა ჩვენთვის მიუღებელია” – ტატა ხვედელიანი

April 1, 2026
“26 მაისის გამოყენება და 26 მაისის „ოცნების“ მხარდამჭერებად და მოწინააღმდეგეებად დაყოფა ჩვენთვის მიუღებელია” – ტატა ხვედელიანი

26 მაისის გამოყენება და 26 მაისის „ოცნების“ მხარდამჭერებად და მოწინააღმდეგეებად დაყოფა ჩვენთვის, მიუღებელია – მნიშვნელოვანია, რომ რაღაც თარიღებზე არ იყოს ჩამოკიდებული ნებისმიერი პოლიტიკური სუბიექტის საქმიანობა, – ამის შესახებ ტატა ხვედელიანმა ჟურნალისტებთან „ოპოზიციური ალიანსის” მიერ 26 მაისს დაანონსებულ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, 26 მაისის გამოყენება ნებისმიერი პოლიტიკური ფლანგის მიერ საკუთარი სარგებლისთვის დაუშვებელია.

„ძალიან მნიშვნელოვანია დასავლელ პარტნიორებთან, საერთაშორისო საზოგადოებასთან შეხვედრები და მათთან მუდმივად საუბარი, თუმცა საქართველოს ბედი და ჩვენი პოლიტიკური ვითარება უნდა წყდებოდეს ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი ხალხის მიერ. ამისთვის არსებობს ძალიან ბევრი ინსტრუმენტი – ჩვენი ქვეყნის ბედი მშვიდობიანი ფორმით გადაწყდეს.

რაც შეეხება 26 მაისს, ეს არის ეროვნული დატვირთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღე და ჩვენი გუნდისთვის ეროვნულობა, სუვერენიტეტი და ქვეყნის დამოუკიდებლობა არის ზეპარტიული საკითხები და ამის გამოყენება ნებისმიერი პოლიტიკური ფლანგის მიერ საკუთარი სარგებლისთვის, რა თქმა უნდა, დაუშვებელია.

შესაბამისად, 26 მაისის გამოყენება და 26 მაისის „ოცნების“ მხარდამჭერებად და მოწინააღმდეგეებად დაყოფა ჩვენთვის, მიუღებელია. ეს დღე არის ჩვენი და ჩვენი ხალხის დღე. მნიშვნელოვანია, რომ რაღაც თარიღებზე არ იყოს ჩამოკიდებული ნებისმიერი პოლიტიკური სუბიექტის საქმიანობა.

ჩვენთვის შარშანაც 26 მაისი უმნიშვნელოვანესი, ეროვნული მნიშვნელობის მატარებელი დღე იყო. არ მახსოვს აქციის ფორმა ჰქონდა ამას თუ რა ფორმა ჰქონდა, თუმცა იმას, კონკრეტული ადამიანი მონაწილეობს თუ არა ამ პროცესში, მგონი ნაკლებად აქვს მნიშვნელობა”, – განაცხადა ხვედელიანმა.

ცნობისთვის, „ოპოზიციის ალიანსი“ ეროვნული მობილიზაციის კამპანიას იწყებს, რომელიც 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება. მათი ინფორმაციით, კამპანიის სიმბოლური კულმინაცია იქნება 26 მაისი, როდესაც თბილისში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, „დიდი ხალხმრავალი აქცია გაიმართება“.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ანი ნადარეიშვილის განცხადებით, როგორც ადვოკატს, ბაჩო ახალაიას ციხეში მონახულების უფლება მისცეს
  • “კანონიკური სამართალი ასაკით კი არ ზღუდავს, ზღუდავს უნარით” – მეუფე ზენონი
  • “სოფელ წკერეში აქტიურად მიმდინარეობს ფერდის გამაგრების სამუშაოები” – საავტომობილო გზების დეპარტამენტი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge