Tuesday, March 31, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“26 მაისი იმიტომ აარჩიეს, რომ საზეიმო დღის დაძაბულობის რეჟიმში გადაყვანა სურთ” – ირაკლი ქადაგიშვილი

March 31, 2026
“26 მაისი იმიტომ აარჩიეს, რომ საზეიმო დღის დაძაბულობის რეჟიმში გადაყვანა სურთ” – ირაკლი ქადაგიშვილი

26 მაისი იმიტომ აარჩიეს, რომ საზეიმო დღის დაძაბულობის რეჟიმში გადაყვანა სურთ – იქნებ, გარკვეული დაძაბულობის, ესკალაციის, ან პოლიციასთან შეჯახების სურათი დადგან, რომ მერე დასავლეთიდან თქვან, რომ საქართველოში დემოკრატია ირღვევა, – ამის შესახებ ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც „ოპოზიციის ალიანსის“ კამპანიას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ოპოზიციის პოლიტიკა საქართველოს დაზიანებაზეა აგებული და მათი ყველა ქმედება გათვლილია იმაზე, რომ რამენაირად, ქვეყანაში სიტუაცია დაძაბონ.

„ყოველ კვარტალურად ხდება ხოლმე გარკვეული ახალი პლატფორმის, სამოქმედო გეგმის, ერთობის, მოსახლეობაში გასვლის დაანონსება, მაგრამ როგორც ვუყურებთ, ეს ყველაფერი არის ფუჭი, რადგან ამ სიტყვების უკან არის სიცარიელე. ეს სიცარიელე გამოიხატება იმაში, რომ მათი პოლიტიკა არ არის პოზიტივზე აგებული საქართველოსთან მიმართებაში. მათი პოლიტიკა არის აგებული საქართველოს დაზიანებაზე. მათ მიაჩნიათ, რომ საქართველო თუ არ დაზიანდა, სხვანაირად თავიანთი ავადმყოფური მიზნის მიღწევის საშუალება არ გააჩნიათ. 26 მაისი არის სახელმწიფო დღესასწაული, საზოგადოება ზეიმობს დამოუკიდებლობის დღეს და უნდათ, რომ შექმნან დაძაბულობის ალტერნატივა. როცა ასეთი მიზნები გაქვს, რა თქმა უნდა, პარტიული აქტივის იქით ვერ გადიხარ და მოსახლეობისგან არ გაქვს მხარდაჭერა. 26 მაისი იმიტომაა არჩეული, რომ ეს არის სახელმწიფო დღესასწაული და საზეიმო დღის დაძაბულობის რეჟიმში გადაყვანას ფიქრობენ. ეს მიზანი აქვთ. მათი ყველა ქმედება გათვლილია იმაზე, რომ რამენაირად, ქვეყანაში სიტუაცია დაძაბონ. იქნებ, გარკვეული დაძაბულობის, ესკალაციის, ან პოლიციასთან შეჯახების სურათი დადგან, რომ მერე დასავლეთიდან, მარტა კოსი იქნება თუ რასა იუკნევიჩიენე, თქვან, რომ საქართველოში დემოკრატია ირღვევა,“ – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, „ოპოზიციის ალიანსი“ ეროვნული მობილიზაციის კამპანიას იწყებს, რომელიც 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება. მათი ინფორმაციით, კამპანიის სიმბოლური კულმინაცია იქნება 26 მაისი, როდესაც თბილისში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, „დიდი ხალხმრავალი აქცია გაიმართება“.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “სრულ იზოლაციაში ვარ, მიმოწერები, პაემნის და ზარების უფლება აკრძალული მაქვს – 7 წელში ხომ არ ვარ? მაშინ პირდაპირ დახვრეტა მომისაჯონ” – ელისო კილაძე
  • აჭარაში პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვის, გამოყენებისა და სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
  • სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში ნახევარფაბრიკატების არალეგალური საწარმო გამოავლინა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge