გია გაჩეჩილაძე (“უცნობი”) სინოდის წევრებზე გაკეთებული განცხადების გამო ბოდიშს იხდის.
მისი თქმით, ის აღნიშნულ თემაში ჩართვას არც აპირებდა. “უცნობი” პირადად უხდის ბოდიშს მეუფე ესაიასახ.
სიმართლე გითხრათ, მე არც ვაპირებდი ამ თემებში ჩართვას ასე საჯაროდ, რომ არ ყოფილიყო პირველივე დღეებში მოწოდებები, პოლიტიკური განცხადებები და ასე შემდეგ. ნერვებმა ვეღარ გამიძლო, ბოდიში მინდა მოგიხადოთ თქვენც, მაყურებელსაც, ვეღარ გამიძლო ნერვებმა იმიტომ, რომ არ მოველოდი ამას, ასე უცბად, უწმინდესი არც იყო დაკრძალული ჯერ, რომ ეს ლაპარაკები ტელევიზიიდან გავიგონე და ჩავთვალე საჭიროდ, რომ მეც ამ თემებზე მელაპარაკა.
მოწიწებით მინდა მოვიხსენიო ყველა მეუფე და რა თქმა უნდა, მე მათ ნებაში ვერ ჩავერევი. მეც და ჩვენც, რასაც მე უწმინდესის გვარდიას ვუწოდებ იმ ადამიანებს, ვინც დიდი ტკივილით დაიტირა უწმინდესი, ჩავთვალე საჭიროდ რომ ჩემი, როგორც ერთი ადამიანის მოსაზრება გამეჟღერებინა და რა თქმა უნდა, არიან ადამიანები, ვინც არ მომიწონა ეს ამბავი და ჩემთვის უძვირფასესი ადამიანები არიან.
პირველ რიგში, მეუფე ესაიას მინდა დიდი მოკრძალებით მოვიხადო ბოდიში მის წინაშე იმიტომ, რომ ჩემი გამონათქვამების შემდეგ, ეს გიენები, ჟურნალისტებს რასაც ვეძახით ჩვენ, მიესივნენ და ჩემს თავს ვადანაშაულებ, რომ ასეთი ამბები გამოვიწვიე, მაგრამ ღმერთმა იცის მე ტყუილი არაფერი არ მითქვამს, არ დავასახელებ მოღვაწეს ვინც ეს ინფორმაცია მომაწოდა, თუმცა ბოდიშს მოგიხდით ყველას იმიტომ, რომ მე ჩემი ემოციები მაქვს, ჩემი ცხოვრება რაღაცნაირად ვუფრთხილდები იმას, რომ ისე წავმართო სიტუაცია, როგორც აქამდე მიცხოვრია, ჩემი სიმართლით, რასაც ჩემი გული მკარნახობს, იმას ვაკეთებ,” – ამბობს “უცნობი”.
შეგახსენებთ, რომ 24 მარტს, გაჩეჩილაძემ (“უცნობი”) გადაცემაში განაცხადა, რომ მეუფე ისაიამ თავისი კანდიდატურა მეუფე შიოს სასარგებლოდ მოხსნა.
