Sunday, June 8, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“არანაირი სიყვარული არ არსებობს პატივისცემის გარეშე” – ბაია პატარაია

May 23, 2022
“არანაირი სიყვარული არ არსებობს პატივისცემის გარეშე” – ბაია პატარაია

ქალთა უფლებების დამცველმა, ბაია პატარაიამ ცოტა ხნის წინ ფეისბუკზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც საზოგადოებას პატივისცემაზე და სიყვარულზე ესაუბრა:

„აქ წერია: ისწავლეთ იმ მაგიდის დატოვება, სადაც ზრდილობით არ გიმასპინძლდებიან. (ინგლისურად უკეთ ჟღერს). ოჯახებში ძალადობა იმიტომ ხდება, რომ პატივისცემა ავიწყდებათ. ავიწყდებათ კი არა, არც იციან ხშირად.

ბავშვს რომ მშობელი ცემს და აგინებს, იმ ბავშვს პატივისცემა არ ეცოდინება, განსაკუთრებით ოჯახში. ქართულ ოჯახებში მოსულა ქალების და ბავშვების გინება და დამცირება, მერე ეს ჩაგვრა უკიდურეს ფორმებს იღებს.

გოგოებო, შეყვარებული პირველად რომ შეგაგინებთ, დაშორდით!

დაქორწინებულო ქალებო: კარგად აუხსენით ქმარს, რა გწყინთ და რატომ გწყინთ; აუხსენით, რომ გინება და სხვა უხამსი მომართვა უპატივცემულობაა და ამას აღარ მოითმენთ. და მერე მართლა აღარ მოითმინოთ!

ბიჭებო: პატივი ეცით საყვარელ ქალებს, თუ პატივისცემა არ შეგიძლიათ, ე.ი. სიყვარული არ შეგიძლიათ. ეჭვიანობა სიყვარული არ არის! არ აგერიოთ კონტროლი/ფლობის სურვილიადამიანის  და სიყვარული ერთმანეთში.

დაქორწინებულო კაცებო: მართეთ საკუთარი ლექსიკა და ისეთივე პატივისცემა გამოიჩინეთ ცოლ-შვილის მიმართ, რასაც დირექტორებთან და ქუჩის ავტორიტეტებთან იჩენთ. ოჯახის წევრების პატივისცემა ზედმეტი არასდროს არ არის.

არანაირი სიყვარული არ არსებობს პატივისცემის გარეშე!

ოღონდ პატივისცემა მხოლოდ მაშინ მუშაობს, თუ ორმხრივია, ამიტომ ასწავლეთ ერთმანეთს ის, რაც საკუთარ ოჯახებში შესაძლოა არ უსწავლებიათ. შეიძლება მამათქვენი აგინებდა დედათქვენს და თქვენ გცემდნენ კიდეც მშობლები, მაგრამ რა გაეწყობ -, ვაპატიოთ მათ ძველი ცოდვები და არ დავემსგავსოთ ცუდში.

პატივისცემა არ არის სადღეგრძელოს თქმა და ავტობუსში ადგილის დათმობა, პატივისცემაა, როცა არ უყვირი, როცა არ სცემ, როცა არ გძულს.

ან რატომ უნდა გვძულდეს ყველა? წაგვლეკა უკვე ამ სიძულვილმა. სულ ვიღაც გვძულს: ხან ნაცები, ხან ქოცები, ხან გეები, ხან სომხები, ხან მუსლიმები, ხან ბოშები, ხან შავკანიანები, ხან ჟურნალისტები, ხან ენჯეოშნიკები… სიძულვილით განვისაზღვრებით უკვე, “დაგმე მიშა” გვჭირს, არაა საჭირო ამდენი სიძულვილი… არც საკუთარი თავის სიძულვილია სიკეთის მომტანი. გიცდიათ, რომ სიყვარულით და არა სიძულვილით განგესაზღვრათ თქვენი თავი?“ – წერს ბაია პატარაია

სტატუსს მან შემდეგი ფოტოც დაურთო:

“არანაირი სიყვარული არ არსებობს პატივისცემის გარეშე” - ბაია პატარაია

Tags: ბაია პატარაია

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მერაბ დვალიშვილმა შონ ომალი დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი მეორედ დაიცვა
  • თბილისის რომელ მონაკვეთზე აიკრძალება გადაადგილება აგვისტოს ბოლომდე? – დედაქალაქის მერია განცხადებას ავრცელებს
  • ათონის მთაზე 5.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge