სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 16 და 17 მისს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. აქვე ისიც აღსანიშნავია, რომ ოპერაციის სასწრაფოდ ჩატარებას ექიმები დაჟინებით ითხოვდნენ.
ამის შესახებ ტელეგრამის არხი “General SVR” იტყობინება. მას, სავარაუდოდ, ხელმძღვანელობს რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის SVR-ის ყოფილი გენერალი, რომელსაც აქვს ისეთი ინფორმაცია, რომელზეც საზოგადოებას ხელი არ მიუწვდება. ასევე, ეს არხი პოლიტოლოგ ვალერი სოლოვიევთან არის დაკავშირებული.
„პრეზიდენტის მკურნალობაში ჩართული ექიმების თქმით, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ იმაზე, რომ პუტინი პირადად არ იყო ხელმისაწვდომი როგორც საზოგადოებისთვის ასევე არც ოჯახის წევრებისთვის 17 მაისიდან 19 მაისამდე. ერთადერთი ადამიანი, რომელთანაც ის კომუნიკაციას ამყარებდა იყო მისი მდივანი ნიკოლაი პატრუშევა – ნათქვამია განცხადებაში.
ტელეგრამის არხის ცნობით, 17 მაისიდან 19 მაისამდე საინფორმაციო სივრცეში პუტინის რამდენიმე დღით ადრე ჩაწერილი განცხადებები ტრიალებდა.
„20 მაისს ვიდეოკონფერენციის სახით ჩატარდა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს სხდომა, სადაც პრეზიდენტის გამოსვლა წინასწარ იყო ჩაწერილი, ხოლო პუტინის მონაწილეობა ვიდეო ფორმატში, ისევე როგორც ერთი კვირის წინ, Deepfake ტექნოლოგიით იყო მხარდაჭერილი. “- ამბობს SVR გენერალი.
მისი თქმით, 20 მაისს პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, მაგრამ ექიმებმა ის 21 მაისის დილით დაასტაბილურეს.
ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვანთაგან, ვინც იცის პუტინის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რეალური მდგომარეობა, არის ალექსანდრე ლუკაშენკო.
პუტინი ავად არის – რა არის ცნობილი:
არსებობ დაუდასტურებელი ინფორმაცია იმისა, რომ პუტინი ფარისებრი ჯირკვლის კიბოთი ან მუცლის ღრუს კიბოთი არის დაავადებული. ის ფაქტი, რომ პუტინს სერიოზული კიბო აქვს, Bellingcat-ის გამომძიებელმა ჰრისტო გროზევმაც აცნობა.
ბოლო დროს მედიაში სულ უფრო და უფრო ჩნდება ჭორები რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ავადმყოფობისა და მისი მოახლოებული ოპერაციის შესახებ.
რუსმა უფლებადამცველმა მარკ ფეიგინმა აღნიშნა, რომ არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულება რუსეთის ფედერაციის აგრესორის ავადმყოფობის შესახებ, რადგან ეს არის მთავარი სახელმწიფო საიდუმლოება. მისი თქმით, პუტინი 70 წლის მოხუცი კაცია, რომელსაც უამრავი დაავადება აქვს.
ჭორები პუტინის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ აჩენს მისი მემკვიდრის საკითხს. როგორც ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანს ნიკოლაი პატრუშევს შეუძლია დროებით შეცვალოს მსოფლიოს მთავარი სისხლიანი დიქტატორი.