პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო გუნდის წევრები პროკურატურასთან გამართული აქციის მონაწილე მაღაროელებს შეხვდნენ.
ინფორმაციას „გახარია საქართველოსთვის“ ავრცელებს. მათივე ცნობით, ჭიათურის პროტესტის მონაწილეები საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან აპროტესტებენ „პროკურატურის უსამართლო გადაწყვეტილებას“.
„ამ ადამიანებთან შეხვედრას და საუბარს ირაკლი კობახიძემ ანომალია უწოდა. სოლიდარობა მაღაროელებს“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, მაღაროელები დღეს პროკურატურასთან შეიკრიბნენ. მაღაროელების თქმით, 4 ჭიათურელი უსამართლოდაა დაკავებული, აქციაზე კი სწორედ აღნიშნულის გამო სურდათ პროტესტის გამოხატვა.
