Thursday, March 26, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ვუთხარით მთავარი: ჩვენ არ ვივაჭრებთ ტყვეებით, არ დავიხევთ უკან, იქნება დიდი აქციები და იქნება ცვლილებები” – ნიკა გვარამია პიტერ ანდრეოლისთან შეხვედრის შემდეგ

March 26, 2026
“ვუთხარით მთავარი: ჩვენ არ ვივაჭრებთ ტყვეებით, არ დავიხევთ უკან, იქნება დიდი აქციები და იქნება ცვლილებები” – ნიკა გვარამია პიტერ ანდრეოლისთან შეხვედრის შემდეგ

ვუთხარით მთავარი – ჩვენ არ ვივაჭრებთ ტყვეებით, არ დავიხევთ უკან, იქნება დიდი აქციები და იქნება ცვლილებები, – ამის შესახებ ნიკა გვარამიამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელ პიტერ ანდრეოლისთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც გვარამიამ აღნიშნა, შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ხელისუფლების ცვლილების აუცილებლობას და „ქართული ოცნების“ პოლიტიკას.

„ვიზიტი ხორციელდება ძირითადად ეკონომიკურ ლოკაციებზე, ეს არის ფოთის პორტი, არაშენებული ანაკლიის პორტი და შეხვედრები არის მხოლოდ საგარეო და ეკონომიკურ სამინისტროსთან. ეს ცხადყოფს ვიზიტის შინაარსს. ჩვენი პოზიციები მათთვის ისედაც ცნობილი იყო, მაგრამ კიდევ ერთხელ დავუფიქსირეთ, რომ ივანიშვილი არ არის ის კაცი, ვისაც წარმოუდგენია, რომ შავ ზღვაზე შეიძლება რომელიმე დასავლური დემოკრატიის ინტერესი იყოს. მას აქვს ნათქვამი, რომ შავ ზღვაზე ამერიკელებს არაფერი ესაქმებათ, ამიტომ, არავითარი ანაკლიის პორტი, არავითარი მარშრუტი კასპიის ზღვიდან შავ ზღვამდე საქართველოში არ იქნება, ვიდრე ამ ქვეყანაში ივანიშვილია. ის, რომ ამერიკელებს ამის სურვილი, ინტერესი და ხედვა აქვთ, ცხადია, მნიშვნელოვანი ამბავია ყველასთვის, მათ შორის რუსეთისთვის, ოღონდ რუსეთისთვის ნეგატიური კუთხით იმიტომ, რომ ეს არის მათი გზის ალტერნატივა და ეს ალტერნატივა გადის უპირობოდ საქართველოზე. ამიტომ, ივანიშვილი ამას არ დაუშვებს. ჩვენი განმარტება მკაფიო იყო – ვიდრე ივანიშვილი აქ არის, ეს არ მოხდება ამიტომ, უნდა იყოს ცვლილება. ამ ცვლილებას ჩვენ, როგორც ალიანსი მაქსიმალურად მივიყვანთ რეალობამდე. ამისთვის ბოლომდე ვიმუშავებთ აქციებით, ალტერნატივის დანახვებით და არ „გამიტყდება“ იმის ბევრჯერ თქმა, რომ ჩვენ ალტერნატივას წარმოვადგენთ. ამაზეც ვისაუბრეთ ამერიკელებთან, მაგრამ ასევე ვუთხარით, რაოდენ მნიშვნელოვანი ამბავია, რომ მათი ძალიან ხისტი დამოკიდებულება ამ ხელისუფლებასთან შენარჩუნდეს. ვფიქრობ ჩვენთვის ეს ვიზიტი ძალიან სასარგებლო იყო. დარწმუნებული ვარ, ჩვენი შეხვედრა მათთვისაც მნიშვნელოვანი იყო“,-განაცხადა გვარამიამ.

მისი განმარტებით, დღევანდელ შეხვედრაზე ასევე ისაუბრა პოლიტიკურ პატიმრებზე, მათ შორის კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას პატიმრობაზე.

„ვილაპარაკეთ პოლიტიკურ ტყვეებზე, ყველაზე, სახელებითა და გვარების ხაზგასმით. ასევე, ისიც აღვნიშნეთ, რომ ელენე ხოშტარიასთვის მისჯა, აქტივისტების დაჭერა სტუმრის აქ ყოფნის პირობებში სწორედ მისთვის განკუთვნილი ინფორმაცია იყო და მისთვის დანახული პოზიცია. მათ უნდა იცოდნენ, რომ ასე მოქმედებს ბიძინა ივანიშვილი“,- განაცხადა გვარამიამ.

მისი თქმით, ასევე ისაუბრა იმაზე, თუ რა ურთიერთობა აქვს დღეს „ქართულ ოცნებას“ ირანთან და რომ ანძა ირანის დროშის ფერებში განათდა.

„ვუთხარით ყველაფერი, რაც ისედაც იცოდნენ, მაგრამ ისეთ დეტალებში, რომელიც შეიძლება არ სცოდნოდათ. ვუთხარით მთავარი – ჩვენ არ ვივაჭრებთ ტყვეებით, არ დავიხევთ უკან, იქნება დიდი აქციები და იქნება ცვლილებები. ამაში მათი მხარდაჭერა კიდევ უფრო მეტად გვჭირდება“,- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ცნობისთვის, საქართველოში ვიზიტით მყოფი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელი, პიტერ ანდრეოლი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა.

აშშ-ის საელჩოს ცნობით, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ასევე შეხვდება მთავრობის, კერძო სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლებს. გარდა ამისა, ეწვევა ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზს.

გარდა ამისა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელს, პიტერ ანდრეოლის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის მიმდინარეობა გააცნო.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ისრაელ კაცი განცხადებას ავრცელებს
  • გზის რეაბილიტაციის გამო ზღვისუბანში, ბოთერაშვილის ქუჩაზე, საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდა
  • ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაცია 2026 წელს ოთხ რეგიონში 4 893 ჰექტარ ფართობზე ჩატარდება

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge