ადვოკატ ხათუნა ხურცილავას განცხადებით, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე მზად არის, რომ ზიანი აანაზღაუროს.
მისივე თქმით, საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით, პროკურატურას დღეს მიმართავენ.
„ჩვენ მზად ვართ ზიანი ავანაზღაუროთ. რაც შეეხება სასჯელს, რატომ უნდა იყოს საპატიმრო სასჯელი? პირობითით ვითხოვთ გათავისუფლებას, დეტალებს გავივლით“, – განაცხადა ხათუნა ხურცილავამ.
ინფორმაციისთვის, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ დღეს პროკურატურას საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით მიმართავს.
