ელენე ხოშტარიას დედა, ირინა გუნცაძე ყვება რა პირობებში იხდის სასჯელს ოპოზიციის ლიდერი. მისი თქმით, კოალიცია “ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ციხეში 28 კილო დაიკლო.
ირინა გუნცაძის თქმით, “ქართულ ოცნებას” მისი შვილის დაკავება უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა და კახა კალაძის ბანერზე გაკეთებული წარწერა საბაბად გამოიყენეს.
ველოდებოდი, რა თქმა უნდა, ველოდებოდი იმიტომ, რომ რა ტრიალებს მაგათ თავში, რას ფიქრობენ და როგორ ფიქრობენ, საიდან ამოტივტივდა საერთოდ ეს ხალხი. ელენე გვაძლევს ხოლმე ძალას, რაღაცნაირად მოგვწერს ხოლმე წერილს და ეს ემოციები სადღაც მიდის და მშვიდდები. თუმცა მე ვერ ვიტყვი, რომ გუშინ ძაან ემოციური ვიყავი, მაინც ახალი ამბავი იყო, გააზრების პროცესში ვიყავი…
დაიჭირეს იმის გამო, რომ ფაქტი დაწერა – “რუსული ოცნება” – ფაქტის კონსტატაცია, ტყუილი არ დაუწერია. დაიჭირეს და 6 თვე იჯდა ამის გამო, უცბად ამის ფონზე გამოდის გია ვოლსკი, პირველი მისი კომენტარი იყო, რომ არაო, ამიტომ არ დაგვიჭერია ჩვენო, ის რაღაც რევოლუციას აწყობდაო. მე მაგალითად მიმაჩნია, რომ რევოლუცია თვითონ მოაწყვეს, გადაატრიალეს, კონსტიტუცია მიწასთან გაასწორეს. რევოლუცია რა არის არ იციან ამ სიტყვის მნიშვნელობა – ევოლუცია არის თანდათანობითი განვითარება, რევოლუცია არის ნახტომისებური, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მაინც და მაინც თოფი უნდა აიღო და ისე გადააყენო. […]
მე მგონია, რომ ეს უკვე გადაწყვეტილი ჰქონდათ, ეს იყო უბრალოდ საბაბი… გამწარებულები არიან იმიტომ, რომ ვერ გატეხეს ელენე წლები, ეს ერთი. მერე ძალიან დიდი რეზონანსი ჰქონდა ამ ამბავს და სულ გამწარდნენ, გამოვიდნენ წყობიდან, რაებს ლაპარაკობენ [ელენე ხოშტარია, ნასამართლევიაო, ხულიგანი… სულ ტყუილები, ტყუილზე არიან აგებულები საერთოდ, ამიტომ მე მგონია, რომ ეს იყო საბაბი, უნდათ ამათი მოშორება, ჩასმა. […]
იცი როგორ გამოიყურება, ძველი კალაა, 28 კილო დაიკლო,” – განაცხადა ირინა გუნცაძემ.
ცნობისთვის, მოსამართლე გიორგი არევაძემ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს კახა კალაძის ბანერის დაზიანების საქმეზე 1 წლითა და 6 თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა.
პატიმრობის ვადის ათვლა დაიწყო გასული წლის 15 სექტემბრიდან, შესაბამისად, ხოშტარიას საპატიმრო დაახლოებით ერთ წელში ამოეწურება.
